"მე გთავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ, მაგალითად, მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში - როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია?" - კვირის პალიტრა

"მე გთავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ, მაგალითად, მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში - როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია?"

მე გთავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ, მაგალითად, მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში. როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის 2023 წლის სლოგანთან -„მშვიდობის ქალაქთან“ დაკავშირებით გამოხმაურებებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ოპოზიციას სინამდვილეში არა სლოგანი, არამედ საქართველოში მშვიდობა აღიზიანებს.

კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი არის საქართველოში ომი და აქედან გამომდინარე, ისინი ებრძვიან არა სლოგანს, არამედ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში.

„საოცრებაა რაც გუშინ მოვისმენთ. იმ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ როცა მშვიდობა სლოგანად გამოგაქვთ, ესეც კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ. ეკლესიას იმდენად მტრობდნენ, რომ ჯვარი აღიზიანებდათ, ახლაც მშვიდობას იმდენად მტრობენ ეს ადამიანები, რომ სლოგანმა, წარწერამ გააღიზიანათ. სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, არამედ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ესენი არიან "ომის პარტია". მათ ჰქონდათ პირდაპირ განზრახვა და აქვთ პირდაპირი განზრახვა, რასაც ვერ მალავენ. ვერ მალავენ, რომ მათ საქართველოში ომი სურთ. აქედან გამომდინარე, ისინი ებრძვიან არა სლოგანს, არამედ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ისინი ამ მიზნის მიღწევას ვერ ეღირსებიან. საქართველოში იქნება მშვიდობა და თბილისში იქნება მშვიდობის ქალაქი. ეს არის ის სურვილი, რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს მათ შორის, თითოეული თბილისელისთვის და იგივე სურვილი გვაქვს ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინელი მეგობრებისთვის. აქედან გამომდინარე სპეკულაციები აბსოლუტურად სამარცხვინოა,“ - განაცხადა კობახიძემ.

IPN