კახა კალაძემ "TV პირველსა" და მის წამყვანს - მაია მამულაშვილს სასამართლო დავა მოუგო - კვირის პალიტრა

კახა კალაძემ "TV პირველსა" და მის წამყვანს - მაია მამულაშვილს სასამართლო დავა მოუგო

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის სარ­ჩე­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "TV პირ­ველ­სა" და ამ არ­ხის გა­და­ცე­მა "დღის ამ­ბე­ბის" წამ­ყვან მაია მა­მუ­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. მათ მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად 15 ათა­სი ლა­რის გა­დახ­და და ინ­ფორ­მა­ცი­ის უარ­ყო­ფა და­ე­ვა­ლათ.

თბი­ლი­სის მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლის თქმით, 2022 წლის 5 ივ­ნისს ტე­ლე­წამ­ყვან­მა წყა­როს მი­თი­თე­ბის გა­რე­შე, მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში თქვა, რომ კა­ლა­ძემ ტენ­დერე­ბი­დან 60 მი­ლი­ო­ნი მი­ი­ღო.

საქ­მის მო­სა­მარ­თლემ 30 ნო­ემ­ბრის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და:

კახა კა­ლა­ძის სარ­ჩე­ლი დაკ­მა­ყო­ფილ­დეს ნა­წი­ლობ­რივ; ტე­ლე­კომ­პა­ნია "TV პირ­ველ­სა" და ნინო (მაია) მა­მუ­ლაშ­ვილს და­ე­ვა­ლოთ "დღის ამ­ბებ­ში" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა... გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი "კახა კა­ლა­ძემ მხო­ლოდ ერთი ტენ­დე­რი­დან 60 მი­ლი­ო­ნი მი­ი­ღო... ეს არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, მე არ ვი­გო­ნებ... 60 მლნ ჩა­ი­დო კახა კა­ლა­ძემ ჯი­ბე­ში... ჩვენ არ დაგ­ვი­წე­რია ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი" - არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს;"TV პირ­ველ­სა" და ნინო (მაია) მა­მუ­ლაშ­ვილს სო­ლი­და­რუ­ლად და­ე­კის­როს მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის სა­ხით 15 ათა­სი ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა;

"TV პირ­ველ­სა" და ნინო (მაია) მა­მუ­ლაშ­ვილს სო­ლი­და­რუ­ლად და­ე­კის­როთ სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ზე ბა­ჟის სა­ხით გა­დახ­დი­ლი 3000 ლა­რი­დან 450 ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა, 2550 ლარი დარ­ჩეს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში; გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში.

"სა­სა­მარ­თლოს ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენ­და, სა­და­ვო გან­ცხა­დე­ბე­ბი ფაქ­ტი იყო თუ აზრი. აზ­რით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ე­ხე­ბო­და ტენ­დერებ­ში ფას­თა სხვა­ო­ბას, რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ კახა კა­ლა­ძის მიერ 60 მი­ლი­ო­ნის მო­პარ­ვას - ეს იყო თქვენ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია... ასე­თი ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არა­ნა­ი­რად არ იყო", აღ­ნიშ­ნა მო­სა­მარ­თლემ...

კახა კა­ლა­ძე სა­სა­მარ­თლოს სთხოვ­და, რომ მო­პა­სუ­ხე მხა­რე­ე­ბის­თვის მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის 100 ათა­სი ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რე­ბი­ნა და ასე­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უარ­ყო­ფა და­ე­ვა­ლე­ბი­ნა.