"სულ რამდენიმე ადამიანზე ვამბობ ხოლმე ინტელიგენტია-მეთქი და ერთ-ერთია ედუარდ სააკაშვილი. პირადად ამ ბიჭს ვაჩუქებდი მამამისს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე - კვირის პალიტრა

"სულ რამდენიმე ადამიანზე ვამბობ ხოლმე ინტელიგენტია-მეთქი და ერთ-ერთია ედუარდ სააკაშვილი. პირადად ამ ბიჭს ვაჩუქებდი მამამისს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილისა და მისი ვაჟის - ედუარდ სააკაშვილის შესახებ წერს:

"რა მაგის პასუხია და სიტყვა ინტელიგენტს როგორც აღვიქვამ და ვგრძნობ, ვისაც სხვებთან დიდი სხვაობა აქვს ქცევაში, აზრის გამოთქმის კულტურაში, ასევე დისტანცირების უნარში, დღეს ქვეყანაში სულ რამდენიმე ადამიანზე ვამბობ ხოლმე ინტელიგენტია-მეთქი და ერთ-ერთია ედუარდ სააკაშვილი.

ამ ახალგაზრდა კაცს ძალიან თანავუგრძნობ. არ კარგავს ემპათიას სხვათა მიმართ, არ არის კატეგორიული და არავის აყენებს შეურაცხყოფას, მოგეჩვენათ, რომ ცუდად მოგექცნენო...

ზოგადად კი ვფიქრობ, სააკაშვილის ტიპაჟიდან გამომდინარე, ეს ერთი წელი მისთვის მთელი სასჯელის მოხდას უდრიდა და დიდ თავისტკივილსაც აცდება ქვეყანა, თუ დააკმაყოფილებენ შვილების სათხოვარს. მე პირადად, არავის ტანჯვა არ მახარებს. ჩემთვის საკმარისია მითხრან, არასწორად მოგექეცით და ვწუხვარო.

შეიძლება უადგილო სენტიმენტალურობად ჩამითვალოს ვინმემ, მაგრამ პირადად ამ ბიჭს ვაჩუქებდი მამამისს", - წერს ფანჯიკიძე.

ასევე იხილეთ ედუარდ სააკაშვილის პირდაპირი ჩართვა ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში. "მამაჩემმა თავი მოიტყუა" - ამბობს ედუარდი მამის საქართველოში დაბრუნებაზე.