"ტვ პირველი“ ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო“ - რას წერს ნოდარ მელაძე სასამართლოს მიერ კალაძის სასარგებლოდ გამოტანილ განაჩენზე? - კვირის პალიტრა

"ტვ პირველი“ ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო“ - რას წერს ნოდარ მელაძე სასამართლოს მიერ კალაძის სასარგებლოდ გამოტანილ განაჩენზე?

"ტვ პირ­ვე­ლი“ ამ თან­ხას ვერ გა­და­იხ­დის, რად­გან ან­გა­რი­შებს ადევს ინ­კა­სო“, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კო­პა­ნი­ის მთა­ვარ­მა პრო­დი­სე­რი ნო­დარ მე­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. პოს­ტი დღეს მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­სა­მარ­თლომ კახა კა­ლა­ძის სა­ჩი­ვა­რი ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და "ტვ პირ­ვე­ლის“ ჟურ­ნა­ლისტს მაია მა­მუ­ლაშ­ვილს 15 ათა­სი ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რა.

სარ­ჩე­ლის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და ის, რომ თბი­ლი­სის მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლის თქმით, 2022 წლის 5 ივ­ნისს ტე­ლე­წამ­ყვან­მა წყა­როს მი­თი­თე­ბის გა­რე­შე, მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში თქვა, რომ კა­ლა­ძემ ტენ­დერე­ბი­დან 60 მი­ლი­ო­ნი მი­ი­ღო.

ნო­დარ მე­ლა­ძე:

"იმის გამო რომ, კახი კა­ლა­ძეს მაია მა­მუ­ლაშ­ვი­ლის დას­მუ­ლი კი­თხვა არ მო­ე­წო­ნა, სა­სა­მარ­თლომ "ტვ პირ­ველს" და მაია მა­მუ­ლაშ­ვილს და­ა­კის­რა 15 ათა­სი ლა­რის გა­დახ­და. "ტვ პირ­ვე­ლი“ ამ თან­ხას ვერ გა­და­იხ­დის, რად­გან ან­გა­რი­შებს ადევს ინ­კა­სო. შე­საბ­მი­სად შემ­დეგ ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა კა­ლა­ძე აღ­სრუ­ლე­ბას მი­მარ­თავს, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან კა­მე­რე­ბი წა­ი­ღოს, ან მაია მა­მუ­ლაშ­ვი­ლის სახ­ლი­დან, ამ თან­ხის ოდე­ნო­ბის ნივ­თე­ბი, სა­მე­უ­ლი, მა­ცი­ვა­რი და ან ტე­ლე­ვი­ზო­რი.

ვე­ლო­დე­ბით აღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი, მე­რის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე რო­გორ შე­მო­დის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ნივ­თე­ბის წა­სა­ღე­ბად.

p.s. კახა კა­ლა­ძე, ჩემს კომ­პი­უ­ტერს ვერ წა­ი­ღებთ, ტე­ლე­ვი­ზი­ის არაა ჩე­მია და სა­დაც ვმუ­შა­ობ ყველ­გან თან და­მაქვს".

საქ­მე რამ­დე­ნი­მე თვის წინ მომ­ხარ ფაქტს ეხე­ბო­და, თბი­ლი­სის მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლის თქმით, 2022 წლის 5 ივ­ნისს ტე­ლე­წამ­ყვან­მა წყა­როს მი­თი­თე­ბის გა­რე­შე, მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში თქვა, რომ კა­ლა­ძემ ტენ­დერე­ბი­დან 60 მი­ლი­ო­ნი მი­ი­ღო.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "TV პირ­ველ­სა" და ნინო (მაია) მა­მუ­ლაშ­ვილს სო­ლი­და­რუ­ლად და­ე­კის­როთ მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის სა­ხით 15 ათა­სი ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა; სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ზე ბა­ჟის სა­ხით გა­დახ­დი­ლი 3000 ლა­რი­დან 450 ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა, 2550 ლარი დარ­ჩეს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში; გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში.

კახა კა­ლა­ძე სა­სა­მარ­თლოს სთხოვ­და, რომ მო­პა­სუ­ხე მხა­რე­ე­ბის­თვის მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის 100 ათა­სი ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რე­ბი­ნა და ასე­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უარ­ყო­ფა და­ე­ვა­ლე­ბი­ნა.

ambebi.ge