მონაზომა მუსიკალური კონკურსი მოიგო და ახლა მიმტანად მუშაობს - ვინ არის ქალი, რომელმაც უარი თქვა მონაზვნის ცხოვრებაზე?
იტალიური The Voice-ის გამარჯვებული მონაზონი ფანებს კიდევ ერთხელ აგდებს შოკში და აცხადებს, რომ რელიგიურ ცხოვრების წესზე უარს ამბობს და ესპანეთში გადადის საცხოვრელად, რათა მიმტანად დაიწყოს მუშაობა.
34 წლის კრისტინა სკუჩია, ასევე ცნობილი, როგორც "და კრისტინა", შოუში 2014 წელს მონაწილეობდა და Alicia Key-ის “No One"-ის უბადლო შესრულებით გააოცა მაყურებელი. მან შოუში გამარჯვების შემდეგ ალბომი გამოუშვა, რომლის ასლიც რომის პაპ ფრანცისკესაც კი გადასცა.
Guardian-ის ცნობით, კვირას ის იტალიურ თოქ-შოუ "Verissimo"-ში გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ უარი თქვა მონაზვნის ცხოვრებაზე. "მჯერა, რომ ჩვენი გულის თქმას გაბედულად უნდა მოვუსმინოთ.
ცვლილება ევოლუციის ნიშანია, მაგრამ ამავდროულად საშიშიცაა, რადგან უფრო ადვილია იმას მივდიოთ, რაშიც დარწმუნებულები ვართ, ვიდრე საკუთარ თავს კითხვები დავუსვათ. სწორი და არასწორი არჩევანი, საერთოდ, არსებობს?",- თქვა ყოფილმა მონაზონმა, რომელიც ეკრანებზე წითელი კოსტიუმით, ქუსლიანი ფეხსაცმლით და ცხვირის პირსინგით გამოჩნდა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო