მონაზომა მუსიკალური კონკურსი მოიგო და ახლა მიმტანად მუშაობს - ვინ არის ქალი, რომელმაც უარი თქვა მო­ნაზვნის ცხოვ­რე­ბა­ზე? - კვირის პალიტრა

მონაზომა მუსიკალური კონკურსი მოიგო და ახლა მიმტანად მუშაობს - ვინ არის ქალი, რომელმაც უარი თქვა მო­ნაზვნის ცხოვ­რე­ბა­ზე?

იტა­ლი­უ­რი The Voice-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მო­ნა­ზო­ნი ფა­ნებს კი­დევ ერთხელ აგ­დებს შოკ­ში და აცხა­დებს, რომ რე­ლი­გი­ურ ცხოვ­რე­ბის წეს­ზე უარს ამ­ბობს და ეს­პა­ნეთ­ში გა­და­დის სა­ცხოვ­რე­ლად, რათა მიმ­ტა­ნად და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა.

34 წლის კრის­ტი­ნა სკუ­ჩია, ასე­ვე ცნო­ბი­ლი, რო­გორც "და კრის­ტი­ნა", შო­უ­ში 2014 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და და Alicia Key-ის “No One"-ის უბად­ლო შეს­რუ­ლე­ბით გა­ა­ო­ცა მა­ყუ­რე­ბე­ლი. მან შო­უ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ალ­ბო­მი გა­მო­უშ­ვა, რომ­ლის ას­ლიც რო­მის პაპ ფრან­ცის­კე­საც კი გა­დას­ცა.

Guardian-ის ცნო­ბით, კვი­რას ის იტა­ლი­ურ თოქ-შოუ "Verissimo"-ში გა­მო­ვი­და, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ უარი თქვა მო­ნაზვნის ცხოვ­რე­ბა­ზე. "მჯე­რა, რომ ჩვე­ნი გუ­ლის თქმას გა­ბე­დუ­ლად უნდა მო­ვუს­მი­ნოთ.

ცვლი­ლე­ბა ევო­ლუ­ცი­ის ნი­შა­ნია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად სა­ში­ში­ცაა, რად­გან უფრო ად­ვი­ლია იმას მივ­დი­ოთ, რა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, ვიდ­რე სა­კუ­თარ თავს კი­თხვე­ბი და­ვუს­ვათ. სწო­რი და არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნი, სა­ერ­თოდ, არ­სე­ბობს?",- თქვა ყო­ფილ­მა მო­ნა­ზონ­მა, რო­მე­ლიც ეკ­რა­ნებ­ზე წი­თე­ლი კოს­ტი­უ­მით, ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით და ცხვი­რის პირ­სინ­გით გა­მოჩ­ნდა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო