"ისეთი მტკივნეული იყო ჩემთვის მასთან დაშორება... მეგონა, მოვკვდებოდი" - ჯეილო წლების წინ ბენ აფლეკთან დაშორების დეტალებზე ალაპარაკდა - კვირის პალიტრა

"ისეთი მტკივნეული იყო ჩემთვის მასთან დაშორება... მეგონა, მოვკვდებოდი" - ჯეილო წლების წინ ბენ აფლეკთან დაშორების დეტალებზე ალაპარაკდა

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სის­თვის, მისი და ბენ აფ­ლე­კის ქორ­წი­ნე­ბამ­დე გზა არც ისე ად­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. მომ­ღე­რა­ლი Apple Music-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებს, თუ რო­გო­რი რთუ­ლი იყო მის­თვის 2004 წელს ბენ­თან გან­შო­რე­ბა და ცხოვ­რე­ბის მომ­დევ­ნო 18 წლის მის გა­რე­შე გა­ტა­რე­ბა.

"ისე­თი მტკივ­ნე­უ­ლი იყო ჩემ­თვის მას­თან და­შო­რე­ბა“, - ყვე­ბა 53 წლის ლო­პე­სი.

"20 წლის წინ, როცა ჩვე­ნი ნიშ­ნო­ბა ჩა­ი­შა­ლა, ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი გუ­ლის­ტკე­ნა იყო. ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, მე­გო­ნა, მოვ­კვდე­ბო­დი. მომ­დევ­ნო 18 წელი წრე­ზე დავ­დი­ო­დი და ახლა, 20 წლის შემ­დეგ, ვი­პო­ვე ჩემი ბედ­ნი­ე­რი და­სას­რუ­ლი. ეს ჰო­ლი­ვუ­დის­თვი­საც კი ყვე­ლა­ზე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და­სას­რუ­ლია“.

მომ­ღე­რალ­მა ფა­ნებს, სულ ახ­ლა­ხანს, ახა­ლი ალ­ბო­მის გა­მოშ­ვე­ბის გეგ­მე­ბი გა­ან­დო, რო­მელ­საც სა­ხე­ლად “This Is Me … Now” ერ­ქმე­ვა და მისი 2002 წლის ალ­ბო­მის “This Is Me… Then“-ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია იქ­ნე­ბა. რო­გორც ჯე­ი­ლო ამ­ბობს, მისი ინ­სპი­რა­ცია, ხე­ლახ­ლა ნა­პოვ­ნი სიყ­ვა­რუ­ლია. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო