ვისი ნახვა სურს ბანდერასს "ზოროს" როლში? - "თუ დამირეკავენ და მეტყვიან, რომ კიდევ ერთი ფილმი უნდა გადაიღონ, ვეტყვი, რომ..." - კვირის პალიტრა

ვისი ნახვა სურს ბანდერასს "ზოროს" როლში? - "თუ დამირეკავენ და მეტყვიან, რომ კიდევ ერთი ფილმი უნდა გადაიღონ, ვეტყვი, რომ..."

ან­ტო­ნიო ბან­დერა­სი Comicbook.com-ს ესა­უბ­რა. ინ­ტერ­ვი­უ­ში მსა­ხი­ობს ჰკი­თხეს, იქ­ნე­ბო­და თუ არა "ზო­როს" ახა­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი, რა­ზეც მან უპა­სუ­ხა: "ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გან­ვი­ხი­ლავ­დი, რა­ტო­მაც არა?“ თუმ­ცა ბან­დერა­სი ამ­ბობს, რომ მას აღარ სურს მთა­ვა­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა:

"თუ და­მი­რე­კა­ვენ და მე­ტყვი­ან, რომ "ზო­როს" კი­დევ ერთი ფილ­მი უნდა გა­და­ი­ღონ, მე იმა­ვეს ვი­ზამ, რაც ენ­ტო­ნი ჰო­პ­კინ­სის გმირ­მა გა­ა­კე­თა ჩემ­თვის ფილმში, ანუ სხვას გა­დავ­ცემ­დი ჩი­რაღ­დანს“.

ბან­დერა­სის აზ­რით, მისი პერ­სო­ნა­ჟის გზის გაგ­რძე­ლე­ბა ტომ ჰო­ლან­დს ეკუთ­ვნის. ან­ტო­ნი­ომ და ჰო­ლან­დმა ვი­დეო თა­მაშ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ფილმ Uncharted-ში ითა­მა­შეს ერ­თად, რა დრო­საც ისი­ნი და­ახ­ლოვ­დნენ: "მე და ტომ­მა Uncharted-ში ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ, ის ისე­თი ენერ­გი­უ­ლი და მხი­ა­რუ­ლია.. ის ანა­თებს, ასე რომ, რა­ტო­მაც არა?" გააგრძელეთ კითხვა