ქანიე უესტმა და კიმ კარდაშიანმა სასამართლოზე შეთანხმებას მიაღწიეს - რა ოდენობის ალიმენტის გადახდა დაეკისრა რეპერს ბავშვებისთვის? - კვირის პალიტრა

ქანიე უესტმა და კიმ კარდაშიანმა სასამართლოზე შეთანხმებას მიაღწიეს - რა ოდენობის ალიმენტის გადახდა დაეკისრა რეპერს ბავშვებისთვის?

კიმ კარ­და­ში­ა­ნი­მა და ქა­ნიე უეს­ტმა სა­სა­მარ­თლო და­ვა­ზე შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს და შე­სა­ბა­მი­სად, მომ­დევ­ნო თვე­ში და­ნიშ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­უქ­მდა. ყო­ფილ­მა ცოლ-ქმარ­მა და მათ­მა ად­ვო­კა­ტებ­მა დო­კუ­მენ­ტე­ბი უკვე შე­ი­ტა­ნეს და ახლა მხო­ლოდ მო­სა­მარ­თლის დას­ტურს ელო­დე­ბი­ან.

შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, რე­პერ­მა მის 4 შვილს, ალი­მენ­ტად, თვე­ში 200 000$ უნდა გა­და­უ­ხა­დოს. აგ­რეთ­ვე, ორი­ვე მშო­ბელს ექ­ნე­ბა ბავ­შვებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბა და არც ერთ მაგ­თანს არ მო­უ­წევს ერ­თმა­ნე­თის­თვის ალი­მენ­ტის ხდა. რაც შე­ე­ხე­ბა წყვი­ლის ქო­ნე­ბას, მათ წი­ნა­სა­ქორ­წი­ნო შე­თან­ხმე­ბა ჰქონ­დათ და თა­ვი­ანთ ქო­ნე­ბას გან­ცალ­კე­ვე­ბით ინა­ხავ­დნენ.

kim-kardashian-1669810073.jpg

კიმ კარ­და­ში­ანს და ქა­ნიე უესტს 4 შვი­ლი ჰყავთ, რო­მელ­თა ასა­კიც 3-დან 9 წლამ­დეა. რე­პე­რის და მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში და შემ­დეგ უკვე კო­ლე­ჯში სწავ­ლის სა­ფა­სურს ისი­ნი თა­ნაბ­რად გა­ი­ნა­წი­ლე­ბენ. უეს­ტმა გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნის შემ­დეგ უკვე 2 ად­ვო­კა­ტი შე­იც­ვა­ლა. მის მო­თხოვ­ნებს შო­რის, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­ში წა­ა­ყე­ნა, იყო ისიც, რომ მას უნდა ჰქო­ნო­და უფ­ლე­ბა, კარ­და­ში­ა­ნის ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი მე­უღ­ლე ფი­ცის ქვეშ და­ე­კი­თხა, რა­ზეც მო­სა­მარ­თლემ მა­შინ­ვე უარი გა­ნუ­ცხა­და.

kim-kanye-1669810025.jpg

კარ­და­ში­ა­ნის­თვის ეს რი­გით მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა იყო, ქა­ნი­ეს­თვის კი პირ­ვე­ლი. მო­სა­მარ­თლემ წყვი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაყ­რა მარ­ტში და­ა­დას­ტუ­რა, მაგ­რამ ქო­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის და ბავ­შვებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის სა­კი­თხე­ბი აქამ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლი იყო.

ანა სიბოშვილი ambebi.ge