ვინ არის მსახიობი, რომელმაც პუტინის "ფავორიტ“ ქალს ქართველი საქმრო წაართვა - კვირის პალიტრა

ვინ არის მსახიობი, რომელმაც პუტინის "ფავორიტ“ ქალს ქართველი საქმრო წაართვა

რუ­სუ­ლი მე­დია ხში­რად წერს მსა­ხი­ობ ანა გორშკო­ვა­ზე და მო­იხ­სე­ნი­ებს ქა­ლად, რო­მელ­მაც პუ­ტი­ნის ფა­ვო­რიტ ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ქარ­თვე­ლი საქმრო, შალ­ვა მუ­სე­ლი­ა­ნი წა­არ­თვა.

გორშკო­ვას ბე­ბია პე­და­გო­გი იყო მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, ხოლო ბა­ბუა სსრკ-ში კე-გე-ბეს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იყო, ამი­ტო­მაც მა­მამ ბედი სპეც­სამ­სა­ხუ­რებს და­უ­კავ­ში­რა. მო­მა­ვალ მსა­ხი­ობს დედა დი­ა­სახ­ლი­სი ჰყავ­და. თუმ­ცა გო­გო­ნა 5 წლის იყო, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი და­შორ­დნენ. ქალ­მა მთე­ლი ენერ­გია ჩადო ბავ­შვის აღ­ზრდა­ში: დე­დის ძა­ლის­ხმე­ვით, ანა შე­ვი­და სპე­ცი­ა­ლურ სკო­ლა­ში, სა­დაც უცხო ენებს სწავ­ლობ­და.

თუმ­ცა მისი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კა­რი­ე­რა არ შედ­გა და სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში აღ­მოჩ­ნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­და­წყვი­ტა, რომ სო­ცი­ო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე ეცა­და ბედი, თუმ­ცა სწავ­ლა მი­ა­ტო­ვა და დიპ­ლო­მის გა­რე­შე დარ­ჩა. სა­მა­გი­ე­როდ გა­აგ­რძე­ლა სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში მუ­შა­ო­ბა და კოს­მე­ტი­კუ­რი ბრენ­დის სა­ხე­დაც კი იქცა, პა­რა­ლე­ლუ­რად კი კურ­სებს გა­დი­ო­და კომ­პა­ნია Amedia-ს სამ­სა­ხი­ო­ბო სკო­ლა­ში. სწო­რედ ასე მოხ­ვდა ცნო­ბილ სე­რი­ალ­ში "საბ­რა­ლო ნას­ტია,“ სა­დაც ერთ-ერთ მთა­ვარ როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს.

სე­რი­ალს ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბა და ახა­ლი რო­ლე­ბი მოჰ­ყვა. იღებ­დნენ ფილ­მებ­სა და სე­რი­ა­ლებ­ში... ის ერთხელ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მენ მი­ხე­ილ ბორშჩოვ­ზე, თუმ­ცა ამ ქორ­წი­ნე­ბამ 2 წელს გას­ტა­ნა და წყვი­ლი ისე და­ი­შა­ლა, სა­ერ­თო შვი­ლი არ შეს­ძე­ნი­ათ. ანა 2006 წელს მომ­ხდა­რი ამ­ბის გამო, არა­სო­დეს სა­უბ­რობს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე...

სკან­და­ლი 2006 წელს ატყდა, რო­დე­საც ანამ შალ­ვა მუ­სე­ლი­ან­თან ერ­თად და­ი­წყო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნა. რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ ქარ­თვე­ლი და­ვით მუ­სე­ლი­ა­ნის ტემ­პე­რა­მენ­ტმა გორშკო­ვას სი­ლა­მა­ზეს ვერ გა­უძ­ლო და კა­ბა­ე­ვას და­შორ­და... მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვი­თი ალი­ნას­თან ისევ დაბ­რუნ­და, მაგ­რამ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ვე­ღარ შედგა.

გორშკო­ვა მე­დი­ას­თან ამ­ბობ­და, რომ ის და მუ­სე­ლი­ა­ნი უბ­რა­ლოდ, მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და ყვი­თე­ლი პრე­სის სტა­ტი­ებ­მა, რომ­ლებ­შიც მას ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ კა­ბა­ე­ვას საქმროს "გა­ტა­ცე­ბა­ში", ძა­ლი­ან ცუდი როლი ითა­მა­შა მის ცხოვ­რე­ბა­ში. ანას ბე­ბია და ბა­ბუა ძა­ლი­ან გა­ნა­წყენ­დნენ მომ­ხდა­რით და შვი­ლიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბათ.

"და­ვითს მე რომ შევ­ხვდი, იმ დრო­ის­თვის ის და ალი­ნა უკვე და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ჭო­რია, რომ კა­ბა­ე­ვას­თან რო­მა­ნი­სას, და­ვითს ბი­ნა­სა და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვა­კი­თხავ­დი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია! ჯერ ერთი, არ ვი­ცო­დი სად მუ­შა­ობ­და და­ვი­თი. გარ­და ამი­სა, მას, რო­გორც თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ანს, აქვს სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. მას ბევ­რი მე­გო­ბა­რი და ნაც­ნო­ბი ჰყავს, ჩემ­თან არა­ფერ შუ­ა­შია", - ამ­ბობ­და მსა­ხი­ო­ბი..." იხილეთ სრულად