"სახლი უზარმაზარი კრედიტით ვიყიდე, წლები ქირით ვცხოვრობდი... " - რას ამბობს ბაბი კირკიტაძე მასზე აგორებულ სკანდალზე? - კვირის პალიტრა

"სახლი უზარმაზარი კრედიტით ვიყიდე, წლები ქირით ვცხოვრობდი... " - რას ამბობს ბაბი კირკიტაძე მასზე აგორებულ სკანდალზე?

"ღა­მის შოუს ბენ­დის" ერთ-ერთი წევ­რი ბაბი კირ­კი­ტა­ძე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, მას შემ­დეგ რაც გა­ირ­კვა, რომ კას­პის მე­რი­ამ ბაბი კირ­კი­ტა­ძეს 12 000 ლარი ჩა­უ­რი­ცხა. მე­რი­ის ფი­ნან­სუ­რი სამ­სა­ხუ­რის დო­კუ­მენ­ტებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" "ღა­მის შოუს ბენ­დის" მომ­სა­ხუ­რე­ბის გამო მი­ი­ღო... 23 ოქ­ტომ­ბერს ბენდმა კას­პში "კას­პო­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბით იმ­ღე­რა, რის­თვი­საც მე­რი­ის­გან 12 ათა­სი ლარი მი­ი­ღო.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ღა­მის შოუს ბენ­დი" ქა­რელ­ში, 5 ნო­ემ­ბერს "ქა­რე­ლო­ბის" დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ცერ­ტზე ბი­უ­ჯე­ტის­გან 17 000 ლარს მი­ი­ღებ­და. "ღა­მის შოუს" ბენ­დი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს“ აფორ­მებს მუ­სი­კა­ლუ­რად. მისი სო­ლის­ტი ბაბი კირ­კი­ტა­ძე "პოსტ ტვ-ის“ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია. ბენ­დს ხში­რად იწ­ვე­ვენ ამა თუ იმ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. ჟურ­ნალ „სარ­კეს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ხდა­რის გამო, კირ­კი­ტა­ძე ამ­ბობს, რომ თუ ცნო­ბი­ლი ხარ, ყვე­ლას ვერ ეყ­ვა­რე­ბი, მაგ­რამ მათი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის გამო, ტა­ლახ­საც აი­ტანს...

მომ­ღერ­ლის თქმით, მისი ოჯა­ხი წლე­ბი ცხოვ­რობ­და ქი­რით და ცოტა ხნის წინ, ბინა კრე­დი­ტით შე­ი­ძი­ნა...

- ცოტა ხნის წინ, ახალ სახ­ლში გა­დახ­ვე­დით, ამით ალ­ბათ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის დიდი ოც­ნე­ბა აის­რუ­ლეთ.

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნაა, რო­მე­ლიც ოც­ნე­ბა­ზე მე­ტად სა­ჭი­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­და ჩემ­თვის. ჩემს ოჯახს თბი­ლის­ში სახ­ლი არ ჰქონ­და და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქი­რით ვცხოვ­რობ­დით. ქი­რა­ში გა­დახ­დი­ლი ფული გა­დაყ­რი­ლია. ძა­ლი­ან გვინ­დო­და სახ­ლი გვქო­ნო­და, სა­დაც მთე­ლი ოჯა­ხი ერ­თად ვი­ცხოვ­რებ­დით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს სახ­ლი უზარ­მა­ზა­რი კრე­დი­ტით არის ნა­ყი­დი, მა­ინც ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რად­გან ვი­ცით, რომ ყო­ველ­თვე გა­დახ­დი­ლი თან­ხა, ჰა­ერ­ში არ იკარ­გე­ბა. დე­და­ჩე­მი ისე­თი გა­ხა­რე­ბუ­ლია, რომ მარ­ტო ამი­ტომ ღირ­და ეს ნა­ბი­ჯი გა­დაგ­ვედ­გა. ამ სახ­ლმა ჩვენს ოჯახ­ში ძა­ლი­ან დიდი სიმ­შვი­დე შე­მო­ი­ტა­ნა და ეს უკვე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. იხილეთ სრულად