"მეუღლემ რომ მიღალატა, მისი მეგობრებისგან გავიგე... მოვკიდე ხელი შვილს და წამოვედი, დღესაც მიყვარს" - ქართული ჯაზის ლეგენდა ერთადერთ სიყვარულსა და შვილის სიკვდილზე - კვირის პალიტრა

"მეუღლემ რომ მიღალატა, მისი მეგობრებისგან გავიგე... მოვკიდე ხელი შვილს და წამოვედი, დღესაც მიყვარს" - ქართული ჯაზის ლეგენდა ერთადერთ სიყვარულსა და შვილის სიკვდილზე

ქარ­თუ­ლი ჯა­ზის 87 წლის ლე­გენ­დას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. გი­უ­ლი ჩო­ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბულ არ­ტის­ტი და თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე. მას არა­ერ­თი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯილ­დო აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის, ტა­ლი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ლა­უ­რე­ა­ტის წო­დე­ბა და სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო „ხე­ლოვ­ნე­ბის ქუ­რუ­მი“. 1967 წელს გი­უ­ლი ჩო­ხე­ლი სო­პო­ტის სიმ­ღე­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე მსოფ­ლი­ოს 55 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შო­რის, „გრან–პრის“ მფლო­ბე­ლი გახ­და და ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო მომ­ღე­რალ­თა ხუ­თე­ულ­ში შე­ვი­და. 1995 წელს ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი აშშ–ში, „კარ­ნე­გი–ჰოლ­ში“ ცნო­ბი­ლი ჯაზ–კო­მენ­ტა­ტო­რის უი­ლის ქა­ნო­ვე­რის მიკრო­ფო­ნით და­ა­ჯილ­დო­ვეს და ამე­რი­კულ­მა ფირ­მა „ინ­ტერპრა­ი­სის­მა“ მისი ფირ­ფი­ტა „მუ­დამ იქ­ნე­ბა მუ­სი­კა“ გა­მოს­ცა.

ქალ­ბა­ტონ გი­უ­ლის ჰყავს ერთი შვი­ლი, დი­ნა­რა ჩო­ხე­ლი, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თი ქორ­წი­ნე­ბი­დან შე­ე­ძი­ნა. მოს­კოვ­ში გას­ტროლ­ზე მყო­ფი მომ­ღე­რა­ლი,1956 წელს ბო­რის რი­ჩკოვს გაყ­ვა ცო­ლად. მა­მა­კა­ცი ასე­ვე მუ­სი­კო­სი იყო და საყ­ვა­რელ ქალს აკომ­პა­ნი­მენტს უწევ­და...

"ჩვენ გა­ვა­ხუ­რეთ ჯაზი, შევ­ქმე­ნით ტრიო და ვმღე­რო­დით, მაგ­რამ სცე­ნა­ზე არ გვამ­ღე­რებ­დნენ. მხო­ლოდ გა­და­სახ­ლე­ბებ­ში, ვთქვათ, სა­ხა­ლინ­ზე ან მა­გა­დან­ში ვმღე­რო­დით ჯაზს, რად­გან იქ არ არ­სე­ბობ­და კრი­ტი­კა. გვის­მენ­დნენ ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ დარ­ჩნენ და მო­წყუ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ კონ­ცერ­ტებს. მანდ გვიშ­ვებ­დნენ კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, რად­გან დიდ სცე­ნა­ზე ჯაზი არ შე­იძ­ლე­ბო­და...“ - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსა­ხი­ო­ბი. თუმ­ცა ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი, 14 წლის შემ­დეგ ოჯა­ხის დან­გრე­ვით დას­რულ­და და ქალ­ბა­ტო­ნი გი­უ­ლი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და...

თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერთ სიყ­ვა­რულს, გა­და­ცე­მა „სხვა კი­თხვებ­ში“ გუ­ლახ­დი­ლას ისა­უბ­რად...

- ჯაზ­მე­ნი იყო და რომ და­უკ­რა, გავ­გიჟ­დი... ორი­ვეს­თვის ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი იყო. მას სა­ცო­ლე ჰყავ­და, რო­მელ­საც ნივ­თე­ბი მის სახ­ლში ჰქონ­და უკვე გა­და­ტა­ნი­ლი, რო­დე­საც ვიმ­ღე­რე, მის­თვის უთ­ქვამს, არა, ის იქ­ნე­ბა ჩემი ცოლი. მოს­კოვ­ში სტუმ­რად რომ დამ­პა­ტი­ჟეს, იქ ვიმ­ღე­რე ტე­ლე­ვი­ზი­ით. კონ­ცერ­ტის მერე დიდი სუფ­რა გა­ი­შა­ლა და უცებ კარ­ზე ზა­რია, შე­მო­დის მა­ღა­ლი, ქერა, თაფ­ლის­ფე­რი თვა­ლე­ბით. პირ­და­პირ მო­ვი­და ჩემ­თან და მი­თხრა, მოდი, ახლა ვიმ­ღე­როთ, ვკი­თხე, - თქვენ უკ­რავთ? სტუმ­რებ­მა სი­ცი­ლი და­ი­წყეს, ეს იცი ვი­ნაა, ცნო­ბი­ლი ჯაზ­მე­ნი­აო.

შემ­დეგ სუფ­რას­თან მო­მიჯ­და და სა­უ­ბა­რი და­ვი­წყეთ... უცებ გა­ვი­ხე­დე და სუფ­რას­თან არა­ვინ აღარ იჯდა. მკი­თხა, შე­იძ­ლე­ბა გა­კო­ცო? - რო­გორ არ შე­იძ­ლე­ბა, ვუ­თხა­რი მე და ჩა­ვე­ხუ­ტე. შემ­დეგ ცო­ლო­ბა მთხო­ვა. წა­მიყ­ვა­ნა თა­ვის სახ­ლში. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა ჰყავ­და... სახ­ლში რომ შე­მიყ­ვა­ნა, გა­მო­ვი­და მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა ულა­მა­ზე­სი ქალი და გა­აც­ნო, ეს ჩემი ცო­ლია... დე­დამ პა­ტა­რა ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭე­დი მა­ჩუ­ქა, ნეკ­ზე ვა­ტა­რებ­დი და მას გა­ვუ­კე­თე.

ხელი მო­ვა­წე­რეთ, გაგ­ვიჩ­ნდა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი დი­ნა­რა, 14 წელი ვი­ყა­ვით ცოლ-ქმა­რი და შემ­დეგ მი­ღა­ლა­ტა. ამის შე­სა­ხებ მისი მე­გობ­რე­ბის­გან გა­ვი­გე. ღამე სახ­ლში არ მო­ვი­და, ვიც­ნობ­დი იმ ქალს ვის­თა­ნაც მი­ღა­ლა­ტა. ერთ კვი­რა­ში მოვ­კი­დე ხელი ჩემს შვილს და წა­მო­ვე­დი. გა­მო­რი­ცხუ­ლია, ღა­ლატს არ ვა­პა­ტი­ებ­დი. მე დღე­საც მიყ­ვარს, ჩემ­თვის ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ხოლ­მე... ლექ­სიც და­ვუ­წე­რე, რად მი­ღა­ლა­ტე, ჩვენ ხომ ერ­თად დავ­ბერ­დე­ბო­დით... ჩვენ ერ­თად აღარ ვიქ­ნე­ბით, მო­ნატ­რე­ბა არ მა­ნე­ბებს თავს. მიყ­ვარ­ხარ, ისევ მიყ­ვარ­ხარ, გან­შო­რე­ბის სი­ცი­ვე მკლავს, სიზ­მარ­ში თეთრ კა­ბას ვიც­ვამ, სა­ქორ­წი­ნო, ნაზი ყვა­ვი­ლი რთავს.

შემ­დეგ იმ ქალ­თან გა­უჩ­ნდა შვი­ლი, გო­გო­ნა, რა­ღაც კომ­პა­ნია შექ­მნა და გახ­და მი­ლი­ო­ნე­რი. ჩემს შვილ­თან კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და, დი­ნა­რა უკვე გა­თხო­ვი­ლი იყო და შვი­ლი გი­ორ­გი გა­უჩ­ნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­დნენ, რომ მოს­წე­რა, დინა, არ ვარ კარ­გად, შვი­ლი ჩა­მო­იყ­ვა­ნე და ჩა­მო­დიო. მი­თხრა, არ გე­წყი­ნოს მა­მას­თან უნდა წა­ვი­დეო. მი­ვე­ცი ფული, ბი­ლე­თი ვუ­ყი­დე და წა­ვი­და. ცოლი არ უშ­ვებ­და სა­ა­ვამდყო­ფო­ში, მაგ­რამ მა­ინც შე­ვი­და ჩემი შვი­ლი... ჩა­ე­ხუ­ტა და და­ემ­შვი­დო­ბა...

ბო­ლოს ჩემი შვი­ლი მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და, სტუ­დია გახ­სნა ბავ­შვებს ჯაზს ას­წავ­ლი­და. ერთ-ერთი რე­პე­ტი­ცი­ის დროს, ზამ­თარ­ში გა­ცივ­და. გააგრძელეთ კითხვა