ფერადი წვეულება და ზღაპრული ტორტი - ბერუკა ივანიშვილი სამი წლის გახდა: როგორ აღნიშნეს იუბილე და რა ვიდეოს აქვეყნებს ბერა? - კვირის პალიტრა

ფერადი წვეულება და ზღაპრული ტორტი - ბერუკა ივანიშვილი სამი წლის გახდა: როგორ აღნიშნეს იუბილე და რა ვიდეოს აქვეყნებს ბერა?

ექსპრემიერის ვაჟი ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე უკვე მეორე შვილს ელოდებიან. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს. მუსიკოსმა მეუღლესთან და უფროს შვილთან ერთად გადაღებული რამდენიმე წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ორსული ნანუკა გუდავაძე ჩანს. "ერთი სული გვაქვს, როდის შეგხვდებით, პატარავ...“ - წერს ივანიშვილი.

წყვილის პირველი შვილი ბერუკა, 2019 წელს შეეძინა. ბერუკა 29 ნოემბერს სამი წლის გახდა. მშობლებმა პატარას ულამაზესი წვეულება მოუწყეს, გრანდიოზული ტორტითა და ზღაპრული გარემოთი.

"გილოცავ დაბადების დღეს ჩვენო ბერუკა, იმაზე მეტად გვახარებ, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენდით" - წერს ბერა და ინსტაგრამზე ვიდეოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ბერა ივანიშვილი ცოლთან და შვილთან ერთად საქართველოდან სამხრეთ კორეაში გადავიდა საცხოვრებლად. მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეპერი ვაჟი მაშინ ამბობდა, რომ მუსიკალური კარიერის გაგრძელებას საქართველოს ფარგლებს მიღმა აპირებდა.

იმ დროს მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის პიკი იყო. ბერა და ნანუკა, პერიოდულად, სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ ვიდეოებს, სადაც ჩანდა, რომ ისინი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს სტუმრობდნენ, აღნიშნავდნენ დაბადების დღეებს, იღებდნენ სტუმრებს საქართველოდან. ბერამ სამხრეთ კორეა ისე დატოვა, რომ მისი ახალი მუსიკალური პროდუქტი საზოგადოებას არ უნახავს. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბერა და ნანუკა, შვილთან ერთად ბრაზილიაში ცხოვრობენ.