ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა - კვირის პალიტრა

ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. ამის შესახებ შალვა ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„სარჩელის ძირითადი მოთხოვნაა სასჯელისგან გათავისუფლება, ვინაიდან მისი დაავადებები გათვალისწინებულია ჯანდაცვის მინისტრის იმ შესაბამისი ბრძანებით, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს მოხდეს სასჯელისგან გათავისუფლება. თუმცა, ალტერნატივის სახით დაყენებული გვაქვს სასჯელის გადავადებაც. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციას, მასთან არ მისაუბრია, რადგანაც ამ ადამიანთან კომუნიკაცია და კონსულტაცია უკვე ფიზიკურად შეუძლებელია“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

IPN