"ადრე ხშირად მესმოდა ფრაზა - ქალს სპორტში რა უნდაო?" - ვინ არის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ქართველი სამბისტი? - კვირის პალიტრა

"ადრე ხშირად მესმოდა ფრაზა - ქალს სპორტში რა უნდაო?" - ვინ არის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ქართველი სამბისტი?

ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა სამბოში, ევროპის ჩემპიონმა, ევროპის ოლიმპიადის ვიცე ჩემპიონი, ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ქართველმა სამბისტმა, ელენე ქებაძემ ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა. ელენე +80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა... წარმატება, როგორც თვითონ ამბობს, შრომის გარეშე არ მოსულა - მანამდე იყო ბევრი დაბრკოლება და იმედგაცრუება.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ხშირად აღვნიშნავ, რომ ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ჩემი ოჯახის დახმარებით, წარმატებას მაინც მივაღწიე. მშობლები, პირველ რიგში, მასწავლიდნენ დისციპლინას, მით უფრო, მას შემდეგ, რაც ჩემი ცხოვრება სპორტს დავუკავშირე. 11 წლის ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე - ფიზიკურად ძლიერი ვიყავი და ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი ჭიდაობაზე მიყვანა..."

"ბევრი იმედგაცრუება და დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ ხელი არ უნდა ჩაიქნიო; თუ მიზანი გაქვს და შედეგისთვის იბრძვი, წარმატებაც აუცილებლად მოვა. პესიმისტი არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილა პერიოდი, როდესაც ვარჯიშის პირობებიც კი არ მქონდა..."

316134709-5291577600947313-7965211233020322443-n-copy-1669877738.jpg

"ალბათ ყველაზე ბედნიერი და ამაყი მაშინ ვარ, როდესაც კვარცხლბეკზე მდგომს ჩემი ქვეყნის ჰიმნი მესმის და ჩვენი დროშა ყველაზე მაღლაა აწეული. მთელი დარბაზი რომ ფეხზე წამოდგება და საქართველოს ჰიმნს უსმენს, ამ დროს ძნელია ემოციებთან გამკლავება, მიტირია კიდეც. ამ დროს ყოველთვის ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და შემიძლია ჩემი სამშობლო მსოფლიოს გავაცნო.

მახარებს, თანამოქალაქეების სიხარულის მიზეზი რომ ვხდები..."

"ვარჯიში რომ დავიწყე, მაშინ უფრო ხშირად მესმოდა ეს ფრაზა: ქალს სპორტში რა უნდა? სიმართლე გითხრათ, მსგავსი დამოკიდებულება დისკომფორტს არ მიქმნიდა. ასეთ შეხედულებებს მე ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ სხვაზე მოქმედებდა, ყველა ერთნაირი ხომ არ არის? მიხარია, რომ ახლა უკვე ბევრი გოგონაა სპორტის ამ სახეობით დაკავებული..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" პირველი დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი