ელეგანტური და ანტიკური წმინდა ანას ეკლესია ტრაპიზონში - კვირის პალიტრა

ელეგანტური და ანტიკური წმინდა ანას ეკლესია ტრაპიზონში

იხილეთ დასაწყისი - ჩვენმა შტურმანებმა ნელ-ნელა გამოაძვრინეს ქვები, დაბლა დააწყვეს, გადაძვრნენ და შიგნიდან გაგვიღეს კარი

ტრაპიზონის სასტუმროდან დილაადრიან გამოვედით, რადგან იმ დღესაც ბევრი რამ უნდა მოგვესწრო. თურქეთის ამ ლამაზ, უძველეს და ისტორიულ ქალაქში უამრავი ისტორიული ნაგებობის თუ ადგილის ნახვა შეიძლება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვერ შევეჭიდებოდით, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე მათგანი შევარჩიეთ, მთავარი პუნქტი კი აუცილებლად მცირე აია სოფია უნდა ყოფილიყო. პირველი სანახაობა გზადვე `შემოგვხვდა~ – წმინდა ანას ეკლესია, ბიზანტიურ სტილში ნაგები ლამაზი ტაძარი, რომელთანაც ვიწრო საფეხმავლო ქვაფენილს მიჰყავხარ.

2-1669883203.(13).jpg

ვარაუდობენ, რომ ეკლესია აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვის VI-VII საუკუნეებში. სამხრეთ კარის ზემოთ, რელიეფურ ფილაზე არის წარწერა, სადაც ნათქვამია, რომ წმინდა ანას ეკლესია აღადგინეს 884-85 წლებში, ბასილი I-ის, ლეო VI-ის და ალექსანდრეს ერთობლივი მმართველობის დროს.

3-1669883228.(12).jpg

ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, ცხადია, ეკლესიას სტატუსი შეუცვალეს და მეჩეთად გადააკეთეს, მაგრამ ტაძარმა დღემდე მაინც შეინარჩუნა უძველესი ბიზანტიური დეკორის ელემენტები.

4-1669883253.(12).jpg

5-1669883275.(12).jpg

ტაძარი პატარაა, მაგრამ აქ თაღებსაც შეხვდებით და ბევრ ლამაზ ფრესკას, რომლებიც შესანიშნავად ასახავენ ეკლესიის ბუნებას.

6-1669883293.(12).jpg

7-1669883309.(11).jpg

წმინდა ანას ეკლესია, ზომის გამო, კიდევ უფრო ელეგანტური და ანტიკური ჩანს და მას ძველი ბიზანტიური არქიტექტურის ტიპურ ნიმუშს უწოდებენ. იგი ტრაპიზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკულტო ადგილად მიიჩნევა. ამიტომ გირჩევთ, ტრაპიზონში თუ მოხვდებით, აუცილებლად ინახულეთ ქალაქის ცენტრში მდებარე ეს პატარა ეკლესია.

8-1669883325.(11).jpg

გაგრძელება იქნება...