სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თაღი დაზიანდა - კვირის პალიტრა

სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თაღი დაზიანდა

სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თაღი დაზიანდა. სიღნაღის მერიის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

მათივე ცნობით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

„ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.