ვინ არის უკრაინაში კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლი? - კვირის პალიტრა

ვინ არის უკრაინაში კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლი?

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დაღუპული ქართველი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიაა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაღუპული მებრძოლის მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელ Facebok-ში ავრცელებს.

ჯაბა ხოფერია 27-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა.