"ჩვენ ვერ გაგვტე­ხენ... ეს ჩვე­ნი ხვედ­რია..." - რას წერს უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვერ გაგვტე­ხენ... ეს ჩვე­ნი ხვედ­რია..." - რას წერს უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა

უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ჯამ­ბუ­ლათ (ჯაბა) ხო­ფე­რია და­ი­ღუ­პა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ღუ­პუ­ლი მებ­რძო­ლის მამა, აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნი არ­ჩილ ხო­ფე­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebok-ში ავ­რცე­ლებს.

"ჩემი შვი­ლი ჯამ­ბუ­ლათ ხო­ფე­რია აღეს­რუ­ლა უკ­რა­ი­ნა­ში. ვფიქ­რობ­დი, დრო­შა. რო­მე­ლიც ჩვენ აღვმარ­თეთ დამ­პყრობ­ლებ­თან ბრძო­ლა­ში სა­ი­მე­დო ხელ­ში იყო, მაგ­რამ უფალ­მა ისევ მე და­მიბ­რუ­ნა... ჩვენ ვერ გაგვტე­ხენ... ეს ჩვე­ნი ხვედ­რია და ამ გან­საც­დელ­საც ისე შევ­ხვდე­ბით. რო­გორც ჩვენ გვე­კად­რე­ბა... მტრებს ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვთ. ...და მე როცა აღარ ვიქ­ნე­ბი ჩვე­ნი საქ­მე ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს მტრე­ბის­გან დახ­სნის საქ­მე მისი ერ­თი­ა­ნო­ბის და სიძ­ლი­ე­რის საქ­მე თქვენ გა­აგ­რძე­ლეთ. მხედ­რი­ო­ნის საბ­რძო­ლო ფრთა ისევ ბრძო­ლა­შია", - წერს და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლის მამა.

ჯაბა ხო­ფე­რია 27-ე ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლია, რო­მე­ლიც 24 თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სეთ­თან ომს შე­ე­წი­რა.

Ambebi.ge