"ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ" - რას აცხადებს გიული ალასანია - კვირის პალიტრა

"ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ" - რას აცხადებს გიული ალასანია

გვინდა ნათლად და გასაგებად გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომლიც მიშას მტრად მიიჩნევს, - ამის შესახებ განცხადება გიული ალასანიას სახელით სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად გვერდზე ვრცელდება.

ალასანიას განმარტებით, ტესტები ამერიკაში საუკეთესო ლაბორატორიებში ჩატარდა და საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ გაანალიზდა.

ამასთან, გიული ალასანია მიიჩნევს, რომ მომხდარი არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავის რეპუტაციას და ზერელედ ამ საკითხს არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდებოდნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ყველას მოვუწოდებ თავის შეკავებისკენ, როგორც პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისგან, ასევე მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან.

აქ წყდება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ყველას ვთხოვ, მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოს.

მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს რაიმე სახის მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში და იმედი აქვს სამართლიანი გადაწყვეტილების.

გახსოვდეთ, რომ ყველანაირი სპეკულაცია ვნებს მიშას ისედაც შერყეულ ჯანმრთელობას, გთხოვთ პატივი სცეთ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ღირსებას“,- ნათქვამია გიული ალასანიას განცხადებაში.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გვინდა ნათლად და გასაგებად გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომლიც მიშას მტრად მიიჩნევს, - ამის შესახებ განცხადება გიული ალასანიას სახელით სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად გვერდზე ვრცელდება.