"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით, ასევე, მისი უფლებების საკითხს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან ვაყენებთ" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით, ასევე, მისი უფლებების საკითხს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან ვაყენებთ"

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მისი ოფისი აქტიურად აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და უფლებების დაცვის საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც აყენებს.

კითხვაზე, რამდენად ხედავს საკმარის მიზეზებს იმისთვის, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ იქნას გადაყვანილი ან სასჯელი გადავადდეს, ელჩი აცხადებს, რომ სააკაშვილის მომავალი სასამართლოს გადასაწყვეტია.

„როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით. კომუნიკაცია გვაქვს მის ოჯახთან. ჩვენ ასევე ვაყენებთ მისი უფლებების საკითხს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია, რომ მისი უფლებები სრულად იყოს დაცული და რა თქმა უნდა, სასამართლოს გადასაწყვეტია მისი მომავალი“,-განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.