"ახლა სასწრაფოა დეტოქსიკაცია, მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მოდუნებულია და უსიცოცხლოდ არის" - კვირის პალიტრა

"ახლა სასწრაფოა დეტოქსიკაცია, მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მოდუნებულია და უსიცოცხლოდ არის"

ახლა ძალიან სასწრაფოა დეტოქსიკაცია - მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ „ვივამედში“ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დეტოქსიკაციას გამოცდილება სჭირდება და ცნობილია, ის კლინიკები, სადაც ამის გაკეთებაა შესაძლებელი.

„ბევრმა გამოცდილმა ექიმმა გამოთქვა ეს ვარაუდი - ხომ არ არის მოწამვლა. ეს ანალიზი გაკეთდა კალიფორნიაში, ერთ-ერთ ლაბორატორიაში, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს და შემდეგ მისი ინტერპრეტაცია გააკეთა ძალიან ცნობილმა ტოქსიკოლოგმა. მივიღეთ, გვაქვს დოკუმენტი, იქ ყველაფერი წერია და ახლა, ძალიან სასწრაფოა დეტოქსიკაცია. ამ დეტოქსიკაციასაც თავისი გამოცდილება სჭირდება და ცნობილია კლინიკები, სადაც ეს კეთდება. ველოდებით სასამართლო პროცესს, რომელიც მოგვცემს ამის შესაძლებლობას. მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ძალიან მოდუნებულია და უსიცოცხლოდ იყო, ძირითადად იწვა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.