"ამერიკაში დიდი სახლი ჰქონდა აუზით, მეუღლე ჰოლივუდში მუშაობდა... აღუწერელი ტრაგედია იყო მისთვის შვილის დაღუპვა" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მძიმე ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ამერიკაში დიდი სახლი ჰქონდა აუზით, მეუღლე ჰოლივუდში მუშაობდა... აღუწერელი ტრაგედია იყო მისთვის შვილის დაღუპვა" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მძიმე ცხოვრება

ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი რუ­სუ­დან კიკ­ნა­ძე მიმ­დი­ნა­რე წლის 20 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა. ის 76 წლის იყო, ბოლო წლე­ბი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და. რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი ჰყვე­ბა, მსა­ხი­ო­ბი გუ­ლის უე­ცა­რი შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

რუ­სუ­დან კიკ­ნა­ძე 1946 წლის, 7 მარტს და­ი­ბა­და. 1969 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი. მოღ­ვა­წე­ობ­და შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რში. გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მებ­ში: "გი­ორ­გო­ბის­თვე"(1966), "ფე­რის­ცვა­ლე­ბა"(ეკა, 1968), "სი­ნათ­ლე ჩვენს ფან­ჯრებ­ში"(ტატა, 1969), "თვა­ლი პა­ტი­ო­სა­ნი" (მე­დეა, 1976), "მო­ნა­ნი­ე­ბა"(1984), "ფეს­ვე­ბი"(1987), "და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და"(1988) და სხვ...

ორი წლის გა­ნავ­ლო­ბა­ში იყო მსა­ხი­ობ გოგი ხა­რა­ბა­ძის მე­უღ­ლე, ჰყავ­დათ ვაჟი ხა­რე­ბა (ნი­კუ­შა) ხა­რა­ბა­ძე, რო­მე­ლიც აშშ-ში გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს ერთი ვაჟი - ჯორჯ შატ­ცი. ის ამ­ჟა­მად 19 წლის არის და მას­ზე ბიძა ზრუ­ნავს.

mdivnishvili-damana-568-63669-1670088174.jpg

ნანა ღონ­ღა­ძე რუ­სუ­დან კიკ­ნა­ძის მე­გო­ბა­რი:

- რუ­სი­კოს მერ­ვე კლას­ში და­ვუ­მე­გობ­რდი, ორი­ვეს მა­მე­ბი გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა და ამან დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და მხი­ა­რუ­ლი იყო. მარ­თა­ლია სხვა­დას­ხვა სკო­ლებ­ში ვსწავ­ლობ­დით, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთ­თან სტუმ­რად ხში­რად მივ­დი­ო­დით. რუ­სი­კოს დედა - ნინა დე­ი­და თბი­ლი, ლა­მა­ზი ქალ­ბა­ტო­ნი იყო. ლე­ნინ­გრა­დე­ლი იყო, მხაზ­ვე­ლად მუ­შა­ობ­და და ქვრი­ვად დარ­ჩე­ნი­ლი 3 ბავ­შვს მარ­ტო ზრდი­და... შემ­დეგ ჩვე­ნი გზე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­დე­ლე­ბის სახ­ლში გა­და­იკ­ვე­თა, ერ­თად გა­მოვ­დი­ო­დით ჩვე­ნე­ბებ­ზე. სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ზე ბულ­გა­რეთ­სა და თურ­ქეთ­ში ოთახ­ში ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. თურ­ქეთ­ში მე უკვე ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი და რუ­სი­კო მივ­ლი­და, დი­ლა­ო­ბით ლო­გინ­ში მაჭ­მევ­და.

ყვე­ლა მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში კე-გე-ბეს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დაგ­ვყვე­ბო­და და ერთხელ რუ­სი­კომ გა­და­წყვი­ტა ამ კა­ცის­თვის "штук“-ის გა­კე­თე­ბა, ფან­ჯრი­დან გა­დაძ­ვრა მის ოთახ­ში და მის სპორ­ტულ ფორ­მას მკლა­ვე­ბი და შარ­ვლის ტო­ტე­ბი ჩა­უ­კე­რა! არ ვიცი, ის კაცი მიხ­ვდა თუ არა, მაგ­რამ რუ­სი­კოს მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან სა­ზღვარ­გა­რეთ აღარ უშ­ვებ­დნენ. ის ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნი, მა­მა­ცი და უში­შა­რი გოგო იყო.

- თქვე­ნი მე­გობ­რო­ბა ამე­რი­კა­შიც გაგ­რძელ­და?

- ამე­რი­კა­ში მას ორ­ჯერ ვეს­ტუმ­რე. დიდი სახ­ლი ჰქონ­და აუ­ზით. მისი მე­უღ­ლე - მატ­ვეი შატ­ცი ჰო­ლი­ვუდ­ში მუ­შა­ობ­და ტექ­ნი­კურ სფე­რო­ში, ფილ­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რუ­სი­კო ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ნი­კუ­შას (ხა­რე­ბას) რო­გორც სა­კუ­თარ შვილს, ისე ექ­ცე­ო­და, მის­თვის არა­ფე­რი ენა­ნე­ბო­და. კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნა, სას­წავ­ლე­ბე­ლი კი­ნოს გან­ხრით და­ამ­თავ­რე­ბი­ნა და შემ­დეგ თა­ვი­სი კომ­პა­ნია გა­ახ­სნე­ვი­ნა, სა­დაც ნი­კუ­შა ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბას აპი­რებ­და. ნი­კუ­შას პარტნი­ო­რი მგო­ნი შუა აზი­ი­დან იყო, საკ­მა­ოდ მდი­და­რი. მას, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და გარ­კვე­ულ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან, მათ ჯერ ნი­კუ­შას პარტნი­ო­რი მო­ი­ტა­ცეს და ოჯახს მი­ლი­ონ დო­ლარს სთხოვ­დნენ. მერე 25 წლის ბუ­ღალ­ტე­რი გოგო გა­ი­ტა­ცეს და ბო­ლოს რუ­სი­კოს ვაჟი. ნი­კუ­შამ დე­დას და­უ­რე­კა და უთხრა, მიყ­ვარ­ხა­რო, ეს ბოლო ზარი იყო. პარტნი­ო­რის ოჯახ­მა მი­ლი­ო­ნი გა­და­უ­ხა­და, მაგ­რამ რო­გორც მერე გა­ირ­კვა, მათ ყვე­ლა მოკ­ლეს, ცხედ­რე­ბი ერთ - ერთი ტბის ფსკერ­ზე პარ­კე­ბით გა­გუ­დუ­ლი იპო­ვეს. ეს სა­ში­ნე­ლი, ენით აღუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დია იყო მის­თვის!

რუ­სი­კოს მე­ო­რე მე­უღ­ლე ორი წლის წინ მძი­მე ავად­მყო­ფო­ბით გარ­და­ეც­ვა­ლა. რუ­სი­კოს­თვის დიდი და­ნაკ­ლი­სი იყო, მაგ­რამ მას მე­ო­რე ვა­ჟიშ­ვი­ლი ჰყავ­და გზა­ზე და­სა­ყე­ნე­ბე­ლი, ამი­ტომ ძალა მო­იკ­რი­ბა და ოჯახს მარ­თავ­და. ბავ­შვმა იმ­დე­ნად გა­ნი­ცა­და მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი საკ­ვებს არ იღებ­და... მე­ო­რე ვაჟი პა­ტა­რაა ასა­კით, სკო­ლა და­ამ­თავ­რა და კო­ლე­ჯში გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა, სა­ოც­რად ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თის ბი­ჭია. უყ­ვარს სპორ­ტი და ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია. (გააგრძელეთ კითხვა)