"თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, არ აქვს მნიშვნელობა ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან" - კვირის პალიტრა

"თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, არ აქვს მნიშვნელობა ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან"

თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, ყოველ შემთხვევაში - დიდი ხნის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან, - ასე უპასუხა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილისთვის საქნციების დაწესების საჭიროებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და იმას, თუ რამდენად მოუტანს ეს სარგებელს საქართველოს დემოკრატიას.

ამასთან, სენატორმა რიშმა აღნიშნა, რომ ცუდი ლიდერების მართვის დასასრულებლად საჭიროა თავისუფალი დემოკრატია, რომელშიც ხალხს შეუძლია თავისუფალი ხმის მიცემა.

„თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, ყოველ შემთხვევაში - დიდი ხნის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან. მაგრამ, ამისთვის საჭიროა დემოკრატია, თავისუფალი დემოკრატია, რომელშიც ხალხს შეუძლია თავისუფალი ხმის მიცემა. ეს გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ.

ეს ივანიშვილი იქნება, სააკაშვილი თუ ვინმე სხვა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ისინი იქ ცხოვრობენ, ხედავენ რა ხდება... თავისუფალი კენჭისყრით და თავისუფალ არჩევნებში - ისეთში, როგორიც 2012 წლის ოქტომბერში ვნახეთ - ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს“, - განაცხადა ჯიმ რიშმა.