რა შემთხვევაში დათანხმდება უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს? - დავით არახამია პირობებს ასახელებს - კვირის პალიტრა

რა შემთხვევაში დათანხმდება უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს? - დავით არახამია პირობებს ასახელებს

უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ ლი­დე­რის, და­ვით არა­ხა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვი მზად არის რუ­სეთს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი მას შემ­დეგ მის­ცეს, რაც მოს­კო­ვი თა­ვის ჯარს უკ­რა­ი­ნი­დან გა­იყ­ვანს, გა­და­იხ­დის რე­პა­რა­ცი­ებს, ყვე­ლა ომის დამ­ნა­შა­ვე სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგე­ბა და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით დათ­მობს ბირ­თვულ ია­რაღს.

არა­ხა­მი­ას თქმით, რო­დე­საც რუ­სე­თი ამას გა­ა­კე­თებს, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე მზა­დაა მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან და­საჯ­დო­მად და ამ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა მზად უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებ­ზე სა­სა­უბ­როდ.

ცნო­ბის­თვის, 3 დე­კემ­ბერს, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თუ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ომის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და­თან­ხმდე­ბა, "და­სავ­ლეთ­მა უნდა გა­ნი­ხი­ლოს რუ­სე­თის­თვის გა­რან­ტი­ე­ბის მი­ცე­მა უსაფრ­თხო­ე­ბის მო­მა­ვალ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში."