მოძრაობა "სირცხვილია" 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს - კვირის პალიტრა

მოძრაობა "სირცხვილია" 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს

მოძრაობა „სირცხვილია“ 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს. ამის შესახებ მოძრაობა განცხადებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

"სირცხვილიას“ განცხადების თანახმად, როდესაც "ამ ქვეყნის შვილები მტერთან ბრძოლაში გმირულად იღუპებიან, გლოვის დღის გამოცხადება ინსტინქტი უნდა იყოს“.

"დაწეული დროშებით, სიმბოლურად მაინც ხომ უნდა ვაჩვენოთ, რომ ისევ ერი გვქვია, რომ ისევ გვაქვს მცირე სინდისი მაინც. რომ ცხოვრებას დანაკარგის იგნორირებით კი არა - მისი შემჩნევით, დაფასებითა და მომავლის იმედად ვაგრძელებთ.

როგორია ცხოვრება მშვიდობის ქალაქად შეფუთულ კოლაბორაციონიზმისა და სირცხვილის ქალაქში?

დიდება გმირებს!“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 3 დეკემბერს უკრაინაში რუსეთის ომში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 32 ქართველი მებრძოლია გარდაცვლილი.

"ინტერპრესნიუსი"