12 დეკემბრიდან! „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტი: ჟიულ ვერნის ხუთტომეული!
"პალიტრა L-ის" ახალი პროექტის "ხალხის რჩეული" კიდევ ერთი ავტორი ჟიულ ვერნია. 12 დეკემბრიდან ჟიულ ვერნის ხუთტომეულს მკითხველი განსაკუთრებული პირობებითა და ფასად შეიძენს. სერიის ახალი წიგნები თვეში ერთხელ გამოვა.
ჟიულ ვერნი მეცნიერულ-ფანტასტიკური ჟანრის რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ის არის ავტორი, რომელიც წერს მოგზაურობაზე, თუმცა არასდროს უმოგზაურია. ჟიულ ვერნმა მილიონობით მკითხველს სამყარო წიგნივით გადაუშალა და მოგზაურობისა და თავგადასავლების ფანტასტიკური ეპიზოდები შესთავაზა. მისი წიგნები დაუვიწყარ მოგზაურობას, თავგადასავლებსა და შთაბეჭდილებებს გპირდებათ. დაემგზავრეთ კაპიტან ნემოსა და პროფესორ არონაქსს წყალქვეშა უკიდეგანო სამყაროსკენ - იქ საოცარი აღმოჩენები გელოდებათ; ინჟინერ სმიტს კი უკაცრიელ, საიდუმლო კუნძულზე გაჰყევით; რობერტ და მერი გრანტები მამას - კაპიტან გრანტს ეძებენ... გაიგეთ, სად ჩაუშვებენ ღუზას და იპოვიან თუ არა მამას; ჩრდილოეთი პოლუსი ახლოს მოგეჩვენებათ, თუ შეუპოვარი და გაბედული კაპიტან ჯონ ჰატერასის საოცარ თავგადასავალს გაეცნობით; ამის მერე კი აღარც აფრიკის სანაპიროებისკენ "პილიგრიმით" მგზავრობის შეგეშინდებათ, თუნდაც გემს თხუთმეტი წლის კაპიტანი მართავდეს.
რაც მთავარია, თითოეული "მგზავრობისას" ფათერაკები და მოულოდნელობები ჩვეულებრივი ამბავია, დასასრული კი ყოველთვის საინტერესო და შთამბეჭდავი.
"XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება", - ამ იდეით შექმნილი "პალიტრა L-ის" პროექტის პირველი ტომი "80 000 კილომეტრი წყალქვეშ" პირველად 1870 წელს გამოქვეყნდა. მასში მოთხრობილია იდუმალებით მოცული კაპიტან ნემოსა და მისი წყალქვეშა ხომალდის "ნაუტილუსის" ამბავი, რომელზეც საზღვაო კატასტროფის შედეგად აღმოჩნდებიან პროფესორი არონაქსი, მისი მსახური კონსეი და კანადელი ვეშაპებზე მონადირე ნედ ლენდი.
პირველი ტომის, "80 000 კილომეტრი წყალქვეშ", შეძენა ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად, 14 ლარად იქნება შესაძლებელი. ახალი პროექტით წიგნების ფასდაკლებით ყიდვა უკვე პრესის გარეშეა შესაძლებელი.
სერიის ფარგლებში ასევე გამოიცემა:
მეორე ტომი- "საიდუმლო კუნძული"
მესამე ტომი - "კაპიტან გრანტის შვილები"
მეოთხე ტომი - "15 წლის კაპიტანი"
მეხუთე ტომი - "კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა"
"XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება", - ეს პროექტი თანამედროვე მკითხველის მოთხოვნებსა და მოლოდინს სრულად შეესაბამება. მათი ჩართულობითა და სურვილების გათვალისწინებით იქმნება სერიები, რომლებსაც პროექტის თანამონაწილე მკითხველი დიდი მოლოდინით დაელოდება და შეავსებს/განაახლებს ან/და შექმნის სრულიად ახალ, XXI საუკუნის ბიბლიოთეკას.
უკვე დაწყებულია პროექტით გათვალისწინებული მიხეილ ჯავახიშვილის ხუთტომეულის გამოცემა. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, ეს არის პროექტი, რომელიც გამომცემლობისა და მკითხველის თანამონაწილეობით ხორციელდება. მიმდინარეობს აქტიური გამოკითხვა, თუ რომელი ავტორისა და წიგნის შეძენა სურს საზოგადოებას. საკმაოდ მაღალია დაინტერესება და გამოხმაურება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია რჩეულ ავტორსა თუ ნაწარმოებს ტელეფონის საშუალებით მისცეს ხმა შემდეგ ნომერზე: 032 2 47 00 45.
ახალი პროექტით გამოცემული წიგნების შეძენა მკითხველს ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებულ ფასად შეეძლება. წიგნის მოყვარულებს შეუძლიათ გახდნენ გამომწერები და მათთვის მოსახერხებელი ფორმითა და პერიოდულობით მიიღონ საკუთარ ინტერესზე მორგებული წიგნი თუ წიგნების სერიები, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტით გამოიცემა. პრესის გარეშე წიგნის განსაკუთრებულ ფასად შეძენა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი: პრესის ჯიხურებში, "ბიბლუსის" ქსელში, ონლაინსაიტიდან ან წიგნების გამოწერით სატელეფონო ცენტრის საშუალებით. სატელეფონო და ონლაინგამოწერის შემთხვევაში, საკურიერო მომსახურების ფასი მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 2 ლარია.
ნანა მღებრიშვილი