"პუტინი ზამთრის იარაღად გამოყენებას ცდილობს" - რას აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - კვირის პალიტრა

"პუტინი ზამთრის იარაღად გამოყენებას ცდილობს" - რას აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

პუტინი ცდილობს, ზამთარი იარაღად გამოიყენოს - გამორთოს შუქი და გათბობა, უკრაინელი ხალხი სიბნელესა და სიცივეში დატოვოს - ეს მართლაც ბარბაროსობაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

პუტინი ცდილობდა წაეშალა უკრაინა რუკიდან, წაეშალა მისი იდენტობა, დაებრუნებინა იგი რუსეთში, თუმცა ვერ მოახერხა.

„პუტინი ცდილობდა წაეშალა უკრაინა რუკიდან, წაეშალა მისი იდენტობა, დაებრუნებინა ის რუსეთში - ვერ მოახერხა. შემდეგ ის აღმოსავლეთ უკრაინასა და სამხრეთ უკრაინაში ტერიტორიის დაპყრობაში ჩაერთო - ესეც წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან უკრაინელი სამხედროები იბრუნებენ იმ ტერიტორიას, რომელიც პუტინმა მიიტაცა“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, იმ, ფონზე, როცა პუტინი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობს, შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს.

„ძალიან მტკიცედ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ისინი იღებენ საჭირო სარაკეტო თავდაცვას. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სხვადასხვა ნაწილები მიიღონ, რადგან პუტინი მის განადგურებას ცდილობს“, - აღნიშნა ბლინკენმა.

IPN