რუსეთის ქალაქ რიაზანთან ახლოს აეროდრომზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულებიც - კვირის პალიტრა

რუსეთის ქალაქ რიაზანთან ახლოს აეროდრომზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულებიც

რუსეთის ქალაქ რიაზანთან ახლოს აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ აფეთქება საავიაციო ტექნიკის სადგომზე მოხდა. ზოგიერთი მედია საშუალების ცნობით, აეროდრომზე ბენზინმზიდი აფეთქდა.

„სამი დაიღუპა, ხუთი დაშავდა. ხუთიდან ორმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

IPN