"მისი გადაწყვეტილების მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს" - რას ამბობს გიული ალასანია - კვირის პალიტრა

"მისი გადაწყვეტილების მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს" - რას ამბობს გიული ალასანია

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ოჯახი რას ფიქრობს, ახლა ლაპარაკობს სასამართლო. ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმის მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯეს და თავისი დასკვნები გააკეთეს.

„ნინო ლომჯარიას მადლობა მინდა გადავუხადო. გუშინ სახალხო დამცველმა ექიმების კონსილიუმი კლინიკა „ვივამედში“ შეიყვანა. ჩემი შვილი, რა თქმა უნდა, კმაყოფილი დარჩა და მადლობელი იყო. შემდეგ მოვისმინე მათი განცხადება, რასაც ისინი ამბობდნენ და სწორი იყო. რაც შესაძლებელი იყო, რომ ამ ოთახში გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა და მათ აქვთ თავისი დასკვნები.

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ოჯახი რას ფიქრობს, ახლა ლაპარაკობს სასამართლო. ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმის მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს. არ ვიცი სასამართლო პროცესს როდის ჩანიშნავენ, არ ვიცი რას ელოდებიან, უკვე წელიწადი და მესამე თვე გავიდა, ეს საკითხი რით ვერ შეისწავლეს?! ხომ შესწავლილია ყოველი მხრივ?!“, - განაცხადა ალასანიამ.

IPN