ვლადიმერ პუტინი ქერჩის დაზიანებულ ხიდთან მივიდა? - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქერჩის დაზიანებულ ხიდს ეწვია, რომელიც ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთს ერთმანეთთან აკავშირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ხიდზე მანქანით იმგზავრა.
ამასთან, კრემლის ლიდერი მშენებლებს გაესაუბრა, რომლებიც ოქტომბერში აფეთქების შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რუსეთმა ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში უკრაინა დაადანაშაულა. ოფიციალურმა მოსკოვმა 8 ოქტომბერს ანექსირებულ ყირიმში განხორციელებულ აფეთქებას უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა საკვანძო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სერიით უპასუხა.
"ინტერპრესნიუსი"