"იცით, რა ბიჭი იყო ჯაბა?!..ახლახან ვნახე მისი მოწერილი" - რა ისტორია გაიხსენა უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლზე ალეკო ელისაშვილმა?
"პალირანიუსის ეთერში" პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე, ჯამბულათ ხოფერიაზე ისაუბრა და მასთან შეხვედრა გაიხსენა.
"იცით, რა ბიჭი იყო ჯაბა?!.. შემთხვევით შევხდით კიევში. არჩილს უკრაინაში წასვლამდე ჭკუა ვკითხე, კაციშვილისთვის არ მითქვს, მარტო არჩილს დავურეკე, მოიდა პარლამენტთან, შევხდი, ვუთხარი, კამანდირ, რა ვქნა? - მითხრა, ჯერ არ წახვიდეო. უნდოდა, რომ არ გავეშვი, მანც დავკარი ფეხი და წავედი. მერე მომწერა, შენც დიდი ოხერი ხარო. შვილის ნომერი მომწერა, იქ ჯაბას გაკვალული აქვსო გზა, დაზვერვაში იყო, ერთ-ერთ ქვედანაყოფში...ქალაქში გავედით მე და ირაკლი ჟუღელი და ვიღაცა, შავი, როხროხა, შავგრემანი ბიჭი გადმოდის, მეძახის ალეკოო, მეთქი, ამ კიევში ვინ მიცნო, გავიხედედა მითხრა, მე აჩიკო ხოფერიას შვილი ვარო. მკითხა, რა გიჭირთო, რა გინდათო? ვუთხარი, რომ იარაღი გვქონდა, მაგრამ ჯავშანჟილეტები - არა. მითხრა, სნ მაგაზერ იდარდოო და ერთ საათში დაირეკა უკრაინელმა სამხედრომ და მომიტანა ჯავშანჟილეტები და მერე იქ ბიჭებს დავუტოვეთ. სულ მწერდა, მკითულობდა, ახლახან ვნახე მისი მოწერილი, მომიკითხა", - გაიხსენა ქართველ მებრძოლთან შეხვედრა ალეკო ელისაშვილმა