გადაჰყავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში - რას აცხადებს "ვივამედის"კლინიკური დირექტორი? - კვირის პალიტრა

გადაჰყავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში - რას აცხადებს "ვივამედის"კლინიკური დირექტორი?

„ვივამედის“ კლინიკაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად ამზადებენ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა.

„მე ვერ გეტყვით ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას. მსგავსი რამ არ ხდება“, - განაცხადა ჩხაიძემ.

IPN