"ეს დიდი საექიმო შეცდომის შედეგია" - რას წერს ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"ეს დიდი საექიმო შეცდომის შედეგია" - რას წერს ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე?

"პა­ცი­ენ­ტი იღებს მხო­ლოდ მის­თვის სა­სურ­ველ საკ­ვებს და ისიც მის­თვის სა­სურ­ველ დღე­ებ­ში, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალ­ბათ - არ" - ეს გან­ცხა­დე­ბა "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტორ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­ა­კე­თა. დი­ლი­დან ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, იყო მო­ლო­დი­ნი, რომ ექ­სპრე­ზი­დენტს სა­ზღავრგა­რეთ გა­და­იყ­ვან­დნენ, მაგ­რამ ზუ­რაბ ჩხა­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­სი­ცო­ცხლო პა­რა­მეტ­რე­ბიც სტა­ბი­ლუ­რია.

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ნანა გე­გეჭ­კო­რი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­აბს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას, თუ ის მარ­თლაც თვით­და­ზი­ა­ნე­ბის რე­ჟიმ­შია სა­ე­ქი­მო შეც­დო­მას უწო­დებს...

სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ცი­ენ­ტი თუ "არ ჭამს" და გა­მიზ­ნუ­ლად იმ­ყო­ფე­ბა თვით­და­ზი­ა­ნე­ბის რე­ჟიმ­ში, რა­საც მძი­მე კა­ხექ­სი­ამ­დე მი­ყავს, ეს ისე­თი­ვე დიდი სა­ე­ქი­მო შეც­დო­მის შე­დე­გია, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა დი­აგ­ნო­ზის ვერ ამოც­ნო­ბა. გა­მიზ­ნუ­ლი თვით­და­ზი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბა­საც ჯან­მრთე­ლო­ბის კონ­კრე­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს, მისი ამოც­ნო­ბა და სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბაც ისე­თი­ვე სა­ე­ქი­მო ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რო­გორც მა­გა­ლი­თად აპენ­დი­ცი­ტის ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა და­ა­ვა­დე­ბის.

სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სრუ­ლად და უპი­რო­ბოდ ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მისი მარ­თვის პრო­ცეს­ში ჩარ­თულ ექიმ­თა ჯგუფს და კლი­ნი­კის მარ­თვა­ში მი­ნა­წი­ლე ნე­ბის­მი­ერ პირს. ეს აქ­სი­ო­მაა, რამე მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი არ სჭირ­დე­ბა ამის გა­გე­ბას. "ვერ ჭამს" თუ "არ ჭამს" ორი­ვე, თა­ნა­ბა­რი სირ­თუ­ლის კლი­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მაა და ამო­ცა­ნის ამოხ­სნა, პა­ცი­ენ­ტის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­ში, ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა", - წერს გეგეჭკორი.