"კიბეებზე ჩამოვარდა და უნებლიე დეფეკაცია განიცადა" - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში პუტინზე და რას აცხადებენ კრემლში - კვირის პალიტრა

"კიბეებზე ჩამოვარდა და უნებლიე დეფეკაცია განიცადა" - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში პუტინზე და რას აცხადებენ კრემლში

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრეს­სამ­სა­ხუ­რი უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ პუ­ტი­ნი კი­ბე­ებ­ზე ჩა­მო­ვარ­და, რა დრო­საც უნებ­ლი­ედ, მო­ი­საქ­მა. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Newsweek-ი წერს.

"ტე­ლეგ­რამ­ზე“ არ­ხმა, General SVR გა­სულ კვი­რას გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რა სტრე­სუ­ლი დღე ჰქონ­და პუ­ტინს - სავ­სე რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბი­სა და უკ­რა­ი­ნას­თან ომის შე­სა­ხებ დის­კუ­სი­ე­ბით.

რო­გორც არხი წერ­და, დღის ბო­ლოს პუ­ტინს კი­ბე­ზე ფეხი და­უც­და და ხუთ სა­ფე­ხურ­ზე და­გორ­და, შე­დე­გად, კუ­დუ­სუ­ნის ძვა­ლი და­ი­ზი­ა­ნა. ყო­ვე­ლი­ვემ კი სა­ვა­რა­უ­დოდ, "უნებ­ლიე დე­ფე­კა­ცია" გა­მო­იწ­ვია.

Newsweek-ი წერს, რომ მათ აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე კი­თხვე­ბით კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხურს მი­მარ­თეს და პა­სუ­ხიც მი­ი­ღეს. პუ­ტი­ნის პრეს­სამ­სა­ხუ­რი გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სიც­რუ­ეს უწო­დებს.

"თქვენს კი­თხვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს არის სრუ­ლი სიც­რუე", - აცხა­დე­ბენ კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხურ­ში. (გააგრძელეთ კითხვა)