"უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები კიევში, რათა ფოტო გადაიღონ საკულტო ზეთისხილისფერ-მწვანე მაისურიან, 44 წლის მამაკაცთან" - კვირის პალიტრა

"უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები კიევში, რათა ფოტო გადაიღონ საკულტო ზეთისხილისფერ-მწვანე მაისურიან, 44 წლის მამაკაცთან"

გამოცემა Politico-მ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა.

„ზელენსკიმ დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინასთან არის დაკავშირებული - რუსეთის შეჭრამდე ამის ცოტას სჯეროდა. მისი კომუნიკაციის უნარი საკვანძოა. მისი რიტორიკა მკაფიოდ ასახავს რუსეთის რეჟიმის ბოროტებას, რომლის წინააღმდეგაც ის იბრძვის, ფანტავს რწმენას - განსაკუთრებით ბერლინსა და პარიზში, რომ მოსკოვი შეიძლება იყოს პარტნიორი. უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც არჩევნებში იმარჯვებენ, კიევში, რათა გადაიღონ ფოტო საკულტო ზეთისხილისფერ-მწვანე მაისურიან 44 წლის მამაკაცთან“, - წერს გამოცემა.

ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში, რომლის სათავეშიც ზელენსკია, 28 ადამიანი მოხვდა.

შეგახსენებთ, ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ სულისკვეთებასთან ერთად წლის ადამიანად დაასახელა.

IPN