"... ამ ამბავს უკრაინელი სამხედროები მომიყვნენ, როცა გაიგეს, რომ მეც ქართველი ვიყავი" - რას წერს გუკა რჩეულიშვილი? - კვირის პალიტრა

"... ამ ამბავს უკრაინელი სამხედროები მომიყვნენ, როცა გაიგეს, რომ მეც ქართველი ვიყავი" - რას წერს გუკა რჩეულიშვილი?

რო­გორც ირ­კვე­ვა, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­შია, სა­ი­და­ნაც ქარ­თველ მებ­რძო­ლებ­თან მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­თან და ლე­ვან ფი­ფი­ას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი წერს, რომ მათი გმი­რო­ბის შე­სა­ხებ, უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბის­გან შე­ი­ტყო, რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ ისიც ქარ­თვე­ლი იყო. მას შემ­დეგ, რაც ომი და­ი­წყო, რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლად ივ­ლი­სის თვე­ში ჩა­ვი­და უკ­რა­ი­ნა­ში. მა­შინ AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბას აპი­რებ­და...

გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი:

"ეს ორი ადა­მი­ა­ნი უკვე ბევ­რი წე­ლია იბ­რძვის ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის. ორი­ვე აფხა­ზე­თი­დან არის დევ­ნი­ლი და ისი­ნი თა­ვის მი­წა­ზე და­საბ­რუ­ნებ­ლად ებ­რძვი­ან დამ­პყო­ბელს ყველ­გან და ყო­ველ­თვის. მათ ერთი საქ­მის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა აბა­რი­ათ და ორი­ვე ათი­ან­ზე ას­რუ­ლებს თა­ვის გა­სა­კე­თე­ბელს. მათ რო­გორც ზე­ლენ­სკის, რთუ­ლი, ეკ­ლე­ბით მო­ფე­ნი­ლი გზა აქვთ არ­ჩე­უ­ლი, რო­მელ­ზე სი­ა­რულს არა მარ­ტო საფრ­თხე, არა­მედ და­უ­ფა­სებ­ლო­ბა და უმა­დუ­რე­ბაც ახ­ლავს.

"... ამ ამბავს უკრაინელი სამხედროები მომიყვნენ, როცა გაიგეს, რომ მეც ქართველი ვიყავი" - რას წერს გუკა რჩეულიშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე?ისი­ნი რუ­სეთს ტე­რო­რის­ტთა სი­ა­ში ყავს შეყ­ვა­ნი­ლი და მათ თა­ვებ­ზე ჯილ­დო აქვს და­წე­სე­ბუ­ლი. "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი" რომ იცო­დეთ პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თი იყო ვინც ცე­ცხლი გა­უხ­სნა ჰოს­ტო­მე­ლის აე­რო­პორ­ტში გად­მოს­ხმულ დე­სანტს და ეს მა­შინ მოხ­და როცა ჯერ კი­დევ უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი დე­ზო­რი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ და გა­დაჯ­გუ­ფე­ბას ვერ ახერ­ხებ­დენ. სხვა­თა შო­რის, ამ ამ­ბავს ლე­ვა­ნი და მა­მუ­კა კი არა, უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი მო­მიყ­ვნენ, როცა გა­ი­გეს, რომ მეც ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვი.

მე ამა­ყი ვარ რომ მათ და კიდე იმ 2000 მე­ომ­რის მოდ­გმი­დან ვარ, ვინც დღეს უკ­რა­ი­ნას და სა­ქარ­თვე­ლოს იცავს. ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ და ამ გა­მარ­ჯვე­ბას ბი­ჭე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ი­ტა­ნენ. დი­დე­ბა ქარ­თველ მებ­რძო­ლებს, დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნას დი­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბას, დი­დე­ბა გმი­რებს..."