"უკრაინელებმა ზაპოროჟიეში 240 ოკუპანტი, საბრძოლო მასალის 3 საცავი და 20-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს" - გენშტაბი - კვირის პალიტრა

"უკრაინელებმა ზაპოროჟიეში 240 ოკუპანტი, საბრძოლო მასალის 3 საცავი და 20-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს" - გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქებში, ბერდიანსკში, ტოკმაკში, მელიტოპოლში, ენერგოდარში, დნეპროუდნში, პოლოგისა და ვასილევკაში მოწინააღმდეგის თავმოყრის ადგილებს დაარტყეს, რის შედეგადაც რუსებმა 240 ადამიანი დაკარგეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, განადგურებულია საბრძოლო მასალის 3 საცავი და 20-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა.

„ტოკმაკის ტუბერკულოზის დისპანსერის" ბაზაზე განთავსებული ჰოსპიტალი სავსეა რუსული საოკუპაციო ძალების დაჭრილი სამხედროებით“, - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკას და დონეცკის ოლქის კლეშჩეევკასა და მარინკას ტერიტორიებზე მოიგერიეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე არ წყვეტს შეტევის მცდელობას ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით.

IPN