"ცხოვრება უცნაურია, მაგრამ სამართლიანი. დღეს მიშას სასამართლოა, ისეთი გაუბედურებულია, შენ შეგეცოდებოდა… გილოცავ, დაბადების დღეს, ზურა" - რას წერს ხათუნა ხოფერია? - კვირის პალიტრა

"ცხოვრება უცნაურია, მაგრამ სამართლიანი. დღეს მიშას სასამართლოა, ისეთი გაუბედურებულია, შენ შეგეცოდებოდა… გილოცავ, დაბადების დღეს, ზურა" - რას წერს ხათუნა ხოფერია?

დღეს ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. ის 59 წლის გახ­დე­ბო­და. პო­ლი­ტი­კო­სი, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს იუ­ბი­ლეს ულო­ცავს.

"და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ, ზურა! ვბერ­დე­ბით…. შენ ისევ 41 წლის ხარ. ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრი. პირ­ვე­ლი “ მწვა­ნე­თა” ლი­დე­რი! იცი რა თქვა შენ­ზე უწ­მინ­დეს­მა? - ზუ­რაბ ჟვა­ნია გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ვი­სი ინ­ტე­ლექ­ტით, მაგ­რამ ამა­ვე დროს, დიდი რწმე­ნით! ის იყო მუ­დამ პირ­ვე­ლი, პირ­ვე­ლი სი­კე­თე­ში, სი­კე­თის კე­თე­ბა­ში”. ჰო, ნამ­დვი­ლად ასე­თი იყა­ვი… არა, ხარ!..ცხოვ­რე­ბა უც­ნა­უ­რია, ძალ­ზედ რთუ­ლი, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნი! დღეს მი­შას სა­სა­მარ­თლოა… ისე­თი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი და ღირ­სე­ბა­აყ­რი­ლია, შენ შე­გე­ცო­დე­ბო­და… ჰო, შე­გე­ცო­დე­ბო­და… არ ვიცი რად უღირ­და ასე­თი სი­ცო­ცხლე?!.. ან შენი სიკ­ვდი­ლი რად უღირ­და?!…ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ფერს ალა­გებს. ყვე­ლა მადლს, ქვა­ზე და­დე­ბულ­საც კი, მად­ლის გამ­ცემს უბ­რუ­ნებს. ყვე­ლა ბო­რო­ტე­ბას, ბო­რო­ტე­ბის ჩამ­დენს და­ა­ტეხს თავს. წლე­ბი მი­დის და შენი მკვლე­ლო­ბის­თვის სა­ერ­თოდ აღარ ვიც­ლით. ბედს მი­ვენ­დეთ… გვა­პა­ტიე!… უბ­რა­ლოდ, ეს სა­ში­ნე­ლი მო­ნატ­რე­ბის გრძნო­ბა და შენი შე­უც­ვლე­ლო­ბა რო­გორც ჭკუ­ის დამ­რი­გებ­ლის და ლი­დე­რის, სულ უფრო მტკივ­ნე­უ­ლი ხდე­ბა!გი­ლო­ცავ, და­ბა­დე­ბის დღეს! შენ ისევ 41 წლის გახ­დი!მად­ლო­ბა, რომ იყა­ვი! მად­ლო­ბა, რომ ხარ! მად­ლო­ბა, რომ ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბი!" - წერს ხო­ფე­რია "ფე­ის­ბუქ­ში".

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო დღეს იმ­სჯე­ლებს.

სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 13:00 სა­ათ­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სას­ჯე­ლის გა­და­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­ვო­კა­ტე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ზე მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძე გა­ნი­ხი­ლავს.

პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან შეკ­რე­ბას და აქ­ცი­ას გეგ­მა­ვენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი.

ambebi.ge