ვინ არის ვიქტორ ბუტი და რატომ შეარქვეს მას "სიკვდილით მოვაჭრე" - კვირის პალიტრა

ვინ არის ვიქტორ ბუტი და რატომ შეარქვეს მას "სიკვდილით მოვაჭრე"

უცხოური მედიის ცნობით, რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა ამერიკელი კალათბურთელი, WNBA-ს ვარსკვლავი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბრიტნი გრინერი, სანაცვლოდ კი აშშ-მა რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ბუტი გაათავისუფლა, რომელიც ამერიკის ციხეში 12 წელია, პატიმარია.

პატიმრების გაცვლა აბუ-და­ბი­ში შედ­გა. კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვე­ბში, რომლითაც პატიმრები გადაიყვანეს, ისინი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. გაც­ვლის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი რუ­სულ­მა სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

კა­ლათ­ბურ­თელ ბრიტ­ნი გრი­ნე­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა ისა­უბ­რა და თქვა, რომ გრი­ნე­რი ახლა უსაფრ­თხო­დაა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არაბ­თა სა­ე­მი­რო­ე­ბი­დან თვითმფრი­ნა­ვით სახ­ლში ბრუნ­დე­ბა, თუმ­ცა სივ­რცე და დრო სჭირ­დე­ბა ჩვე­ულ ფორ­მა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად. ეს ინფორმაცია ამერიკის პრეზიდენტის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა.

bb-1670578196.jpg

ფაქტზე კომენტარი რუსულმა მხარემაც გააკეთა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა.

"რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში“, - აცხადებენ უწყებაში.

"შუ­ა­ღა­მი­სას მათ უბ­რა­ლოდ გა­მაღ­ვი­ძეს და მი­თხრეს, "შე­აგ­რო­ვე შენი ნივ­თე­ბი“. სულ ეს იყო“,- თქვა ვიქტორ ბუტმა რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან.

რუსული მედიაში გავრცელდა ვიქტორ ბუტის მეუღლის - ალა ბუტის კომენტარიც, სადაც იგი ვიქტორის მდგომარეობაზე საუბრობს:

"ვიქტორ ანატოლევიჩი თავს საშინლად გრძნობს. მას სამი დღეა, არ უძინია. ეს, რა თქმა უნდა, გზას და ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება", - აღნიშნავს ალა ბუტი. მისი თქმით, ვიქტორი ამერიკული მხარის მადლიერია, რადგან ისინი გაცვლისას თავაზიანად ექცეოდნენ. ალა ბუტი იმედოვნებს, რომ ამერიკული მხარე მათ უახლოეს მომავალში გადასცემს მეუღლის დოკუმენტებს და იმ ნამუშევრებს, რომელიც ბუტმა ციხეში დახატა.

თავად გათავისუფლებულმა პატიმარმა რუსულ მედიასთან აღნიშნა, რომ პირველი, რასაც ის აპირებს - გამოძინებაა.

"შეგრძნება ასეთია: უკვე მესამე დღეა, ერთი წუთითაც არ მიძინია... მგონი, გრძნობებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. უნდა გამოვიძინო და გავიაზრო, რა როგორ მოხდა", - განაცხადა ვიქტორ ბუტმა გათავისუფლებისას.

ამერიკელი კალათბურთელი ბრიტ­ნი გრი­ნე­რი რუსეთის აეროპორტში თებერვალში დააკავეს. რუსეთის სასამართლომ WNBA-ის ვარსკვლავს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუ­სულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში აცხა­დებ­დნენ, რომ გრი­ნერს კა­ნა­ფის ზეთი ჰქონ­და.

buti3-1670578196.jpg

ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსულ მხარეს პატიმრის გაცვლა სთხოვა. როგორც აღმოჩნდა, რუსებმა კალათბერთელის სანაცვლოდ, "იარაღის ბარონი" (ასე მოიხსენიებენ ვიქტორ ბუტს - რედ.) მოითხოვეს.

ვინ არის ვიქტორ ბუტი?

რუს ბიზნესმენ ვიქტორ ბუტს, რომელიც აშშ-ში დააკავეს, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. როგორც სამართალდამცავები აღნიშნავდნენ, ის კოლუმბიური დაჯგუფებისთვის დიდი ოდენობით იარაღის მიყიდვის მცდელობის გამო დააკავეს. ვაშინგტონი მას განსაკუთრებით დიდი ოდენობის იარაღით მოვაჭრედ მიიჩნევს, თუმცა ბუტი ამ ბრალდებას არ აღიარებს.

ბუტი ყოფილი საბჭოთა სამხედროა. იგი მსახურობდა ავიაციაში, 1991 წელს კი დატოვა უწყება და ბიზნესი წამოიწყო. ყოფილი სამხედრო ხელმძღვანელობდა ავიაგადამზიდ კომპანიას, რომელსაც, როგორც ცნობილია, სხვადასხვა ტვირთი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში გადაჰქონდა.

ბუტი 2008 წლის მარტში ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში დააკავეს, ხოლო შემდეგ ტაილანდის ხელისუფლებამ, უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების დაცვით, სპეციალური თვითმფრინავით მისი აშშ-ში ექსტრადიცია განახორციელა.

ბუტს პირველი ოფიციალური ბრალდება ჯერ კიდევ 2001 წელს წაუყენეს. გაეროს უსაფრთხოების საბჭოს აპარატს ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბუტის კუთვნილი კომპანიების მიერ იარაღის უკანონოდ გადატანას. 2002 წელს ბელგიაში გასცეს სანქცია ბუტის დაკავებაზე. ბიზნესმენს იმ დროისთვის უკვე დარეგისტრირებული ჰქონდა კომპანია ანტვერპენში. სპეცსამსახურების მეთვალყურეობის დაწესების შემდეგ ბუტმა დატოვა ბელგია და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადაინაცვლა.

2002 წელს ამერიკულმა მედიამ ბუტი იარაღის არალეგალური ვაჭრობის ყველაზე მასშტაბური ქსელის მფლობელად დაასახელა.

აშშ-ის სპეცსამსახურებში ვარაუდობენ, რომ ბუტის უკანონო საქმიანობის უკან იდეოლოგიური მოტივებიც იყო: ის აშშ-ის წინააღმდეგ იყო განწყობილი.

ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ სურდა ბუტს კოლუმბიის ექსტრემისტული სამხედრო დაჯგუფება ფარკ-ისთვის "ჰაერი-მიწის” ტიპის რაკეტების მიყიდვა. ამერიკელებს ეჭვი აქვთ, რომ რუს "ბიზნესმენს” სურდა კოლუმბიელ ტერორისტებს ამერიკული თვითმფრინავები ჩამოეგდოთ.

როგორც დასავლური მედია წერდა, სპეცოპერაციისას, ტაილანდში ბუტს ამერიკელი აგენტები კოლუმბიური დაჯგუფება „ფარკის“ წარმომადგენლებად გაეცნენ და სწორედ ასე დააკავეს რუსი „იარაღის ბარონი“.

2010 წელს, ბუტის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ცდილობს, დაეხმაროს თანამემამულეს, რომელსაც აბსულუტურად უკანონოდ მიუსაჯეს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ბუტი, ფაქტობრივად, არალეგალურად გადაიყვანეს აშშ-ში.

"ჩვენ აქტიურად დავუჭერთ მხარს აპელაციას, რომელსაც ბუტის ადვოკატები გეგმავენ და ყველა შემთხვევაში შევეცდებით, დავაბრუნოთ ის სამშობლოში. ჩვენ გვაქვს ამის სამართლებრივი ინსტრუმენტები აშშ-სთან”- აღნიშნა მაშინ ლავროვმა.

ბუტის დაკავების შემდეგ ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავდა, რომ რუსული სპეცსამსახურებისთვის ბუტი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, რადგან მას შეეძლო მსოფლიოს ცხელ წერტილებში ჩასვლა. მოსკოვს კი არ სურდა, რომ იგი აშშ-ის სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო.

buti2-1670578196.jpg

თავად ბუტი აღნიშნავდა, რომ მას არავითარ სახელმწიფო საიდუმლოებასთან წვდომა არ ჰქონდა.

„არ ვფლობ არც რამე სახელმწიფო საიდუმლოებას და არც რამე ინფორმაციას სახელმწიფო პირების შესახებ... არ ვმუშაობდი არც რუსულ კომპანიებთან და არც რუსეთის სახელმწიფო ორგანოებთან“.

მისი თქმით, 1993-2001 წლებში იგი ლეგალურ ბიზნესს ხელმძღვანელობდა.

2012 წელს ბუტი ნიუ-იორკში, ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგა, ბრალი არ აღიარა, თუმცა მას რამდენიმე მუხლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მათ შორის - ამერიკის მოქალაქის მკვლელობის მცდელობაში, საზენიტო-სარაკეტო დანადგარების გაყიდვის მცდელობასა და ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის.

პროკურორები მისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდნენ, მაგრამ მოსამართლემ 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამ წლების განმავლობაში რუსული მხარე ცდილობდა, როგორმე გაეთავისუფლებინა მისი მოქალაქე ამერიკული საპყრობილიდან.

მედია აქამდე წერდა, რომ რუსეთი ეცდებოდა, ბუტი რომელიმე პატიმარში გაეცვალა, თუმცა აქამდე ეს ფაქტი არ დასტურდებოდა, ვიდრე ცნობილი არ გახდა, რომ რუსეთმა და ამერიკამ პატიმრები გაცვალეს. (წყარო)