"ზურა 59. გვიყვარხარ" - რა ფოტოს აქვეყნებს ნინო ჟვანია? - კვირის პალიტრა

"ზურა 59. გვიყვარხარ" - რა ფოტოს აქვეყნებს ნინო ჟვანია?

დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა, მას 59 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მისი მეუღლე - ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს წარწერით - "ზურა 59 გვიყვარხარ".

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს ბუნებრივი აირის გაჟონვით – გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით 42 წლის ასაკში, ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილ მოადგილესთან - რაულ უსუპოვთან ერთად დაიღუპა.

იგი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ზურაბ ჟვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში იყო.