"ახლა სანდროს მშობლები ვართ, ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს, ასეთი ძლიერი სიყვარული ჯერ არ მიგრძნია" - ქეთი მელუა დედა გახდა
ცნობილი მომღერალი ქეთი მელუა დედა გახდა. სიახლის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ქეთი მელუა:
"ეს იყო საუკეთესო თვე. ახლა სანდროს მშობლები ვართ, ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს, ასეთი ძლიერი სიყვარული ჯერ არ მიგრძნია, არც ასეთი ძლიერი დაღლა! ძალიან მადლობელი ვარ ჩემი პარტნიორის და საოცარ პატივს ვცემ მარტოხელა დედებს. მაგრამ ეს ჩახუტება განსხვავებულია..."
ქეთი მელუას პირად ცხოვრებაზე ბოლო წლებში მედიაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. იწერებოდა, რომ მომღერალი ქმარს, მოტომრბოლელ ჯეიმს ტაუზლენდს დაშორდა. მომღერლის ორსულობის შესახებ ორი თვის წინ გახდა ცნობილი. მაშინ ექსკლუზიურად ambebi.ge-მ მომღერლის ბაბუასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელმაც დაადასტურა, რომ ქეთი მეორედ დაოჯახდა და მისი მეუღლე ნახევრად ქართველი გახლდათ. (გააგრძელეთ კითხვა)