"დილა იწყება სააკაშვილით და მთავრდება სააკაშვილით, ვის ინტერესშია? - ამ საქმეს მაქსიმალურად გაწელავენ სხვა ყველა პოლიტიკური საკითხი რომ ჩაკვდეს" - კვირის პალიტრა

"დილა იწყება სააკაშვილით და მთავრდება სააკაშვილით, ვის ინტერესშია? - ამ საქმეს მაქსიმალურად გაწელავენ სხვა ყველა პოლიტიკური საკითხი რომ ჩაკვდეს"

"ეს ხდება იმიტომ, რომ პირდაპირი ვენდეტაა, ანუ სააკაშვილის მიმართ არსებობს კონკრეტული შურისძიების გრძნობები", - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის’’ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული პროცესის დასრულება მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი დავამთავროთ და ახალი პარტიები ავირჩიოთ, შანსი მივცეთ იმას, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს, შემდეგ აღარ მოვიდეს ვიღაც, რომელიც იტყვის, რომ „მოდი, ახლა ბიძინა ჩავსვათ“, - აცხადებს ანა დოლიძე.

როგორც მან აღნიშნა, ამ თემის ფონზე ქვეყანაში არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე და პრობლემაზე ყურადღების გამახვილება არ ხდება.

„დილა იწყება სააკაშვილით და მთავრდება სააკაშვილით. ვის ინტერესშია? „ქართული ოცნების“ინტერესშია. ამიტომაც გადადეს დღეს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო. ბოლო ბოლო, ხომ უნდა გადაწყდეს ეს საქმე, მაქსიმალურად გაწელავენ იმიტომ, რომ სხვა ყველა პოლიტიკური საკითხი ჩაკვდეს, რის გამოც ხელისუფლება ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული უნდა იყოს“, - აცხადებს ანა დოლიძე.

IPN