"ამ ფოტოს არსებობა არ მახსოვდა და ნიკა წულუკიძემ მომცა" - უცნობი ფოტო, რომელიც ლელა წურწუმიას "ინსტაგრამზე" გამოქვეყნდა
მომღერალი ლელა წურწუმია ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე მედეა ჩახავასა და ლია ელიავასთან გადაღებეულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
"მედეა ჩახავა და ლია ელიავა...არ მახსოვს რომელი წელია, ალბათ 90 იანების ბოლო , არც ამ ფოტოს არსებობა არ მახსოვდა და ნიკა წულუკიძემ მომცა... (მადლობა ნიკა)ქართული კინოს და თეატრის მარგალიტები...მართლაც რომ ბედნიერება იყო ამ ადამიანებთან ურთიერთობა".
