მამამთილმა რძალი მოკლა - რა მოხდა აჭარაში?
არსებული ინფორმაციით, აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღით, მამამთილმა რძალი მოკლა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს, შუახნის ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში სოფელ სალიბაურში მკვლელობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებული მამაკაცია დაკავებული.
ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
IPN