"21 წელია ერთად ვართ... ისევ ისე მიყვარხარ, როგორც პირველ წელს..." - მაქსიმ გალკინი 73 წლის ალა პუგაჩოვას ფოტოებს ავრცელებს - კვირის პალიტრა

"21 წელია ერთად ვართ... ისევ ისე მიყვარხარ, როგორც პირველ წელს..." - მაქსიმ გალკინი 73 წლის ალა პუგაჩოვას ფოტოებს ავრცელებს

73 წლის ალა პუგაჩოვას და 46 წლის მაქსიმ გალკინს რამდენიმე დღის წინ თანაცხოვრების 21 წელი შეუსრულდათ. გალკინმა ალას ყვავილების უზარმაზარი თაიგული გაუგზავნა, საღამოს კი ცოლმა და ქმარმა ცალ-ცალკე გამოაქვეყნეს პოსტები სოციალურ ქსელში.

"21 წელი ერთად - მიყვარხარ, ალა, დღეს ისევე, როგორც პირველ დღეს და ცოტათი კიდევ მეტად", - დაწერა გალკინმა.

12122022-0921-1670822721.59_REC.png

12122022-0921-1670822739.46_REC.png

"დღეს ჩვენი დღესასწაულია, საყვარელო. 21 წელი ერთად. მადლობა ყვავილებისთვის, რომლებიც გამომიგზავნე..." - დაწერა ალამ.

როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ წყვილი შვილებთან ერთად ისრაელში გადავიდა.