"პირველი შვილი 8 წლის შემდეგ გვეყოლა. არც ერთხელ 7 წლის განმავლობაში ამ თემაზე საუბარი მე არასოდეს დამიწყია"
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია "იმედზე", "ნოესთან“ სტუმრობისას ოჯახზე ისაუბრა.
მისი მეუღლე ნათია კუნჭულიაა. წყვილს ორი შვილი - გურამი და კატო ჰყავს. 1978 წელს დაბადებული დეპუტატი რვა წლით უფროსია მეუღლეზე.
ნათია კუნჭულია საჯარო უწყების თანამშრომელია. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახურის უფროსია...
მამუკა მდინარაძე:
"ნათია რომ არ იყოს, მე ალბათ ბევრ რამეს ვერ შევძლებდი. ბევრ მიზანს ვერ მივაღწევდი. მოთმინებით, გვერდში დგომით, სიტყვით, საქმით ჩემს გვერდით დგას... ზუსტად ვიცი, რომ მის გარეშე ბევრ რამეს ვერ შევძლებდი.
პირველი შვილი 8 წლის შემდეგ გვეყოლა. ახლა იხსენებს ხოლმე ხშირად, არც ერთხელ 7 წლის განმავლობაში ამ თემაზე საუბარი მე არასოდეს დამიწყია. ამ დროს დადიხარ ექიმებში, როგორც ხდება ხოლმე, გვეუბნებოდნენ, რომ არაფერი გვჭირდა, თუმცა ბავშვი არ ჩნდებოდა.