"გთხოვთ, გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა" - კვირის პალიტრა

"გთხოვთ, გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა"

საქართველო ევროპის ნაწილია, საქართველოს ადგილი ევროპაშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს კომისიის მიერ მითითებული 12 პრიორიტეტი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეფასება დამსახურებისა და ყველა საჭირო რეფორმის განხორციელების შესაბამისად მოხდება.

„სამწუხაროდ, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას. მინდა, ხუთი შენიშვნა გავაკეთო. პირველი – პოლიტიკურმა მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ ძალები, რათა გაზარდონ ნდობა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ აქტორებს შორის. მეორე – უნდა აღმოიფხვრას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესის გადაჭარბებული გავლენა. მესამე – საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, ეს გულისხმობს სარედაქციო დამოუკიდებლობას, გამჭირვალე მედია მფლობელობას და პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტულ, მიუკერძოებელ არადისკრიმინაციულ გაშუქებას. მეოთხე – საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ევროპარლამენტარებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ აგრესიული ვერბალური თავდასხმები და ბოლოს, მე, როგორც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

IPN