"ორჯერ მოვხვდი რუსთაველის გამზირზე და უგემოვნო განათებით გამოტენილი ამ სიგრძე გამზირი გულისრევას იწვევს... ვინ გირჩიათ?!" - რას წერს მაკა ჩიჩუა - კვირის პალიტრა

"ორჯერ მოვხვდი რუსთაველის გამზირზე და უგემოვნო განათებით გამოტენილი ამ სიგრძე გამზირი გულისრევას იწვევს... ვინ გირჩიათ?!" - რას წერს მაკა ჩიჩუა

ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მაკა ჩი­ჩუა დე­და­ქა­ლაქ­ში, კერ­ძო რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მე­რი­ის მიერ მო­წყო­ბილ სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ას აკ­რი­ტი­კებს. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"ჩვე­ნი ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლურ და ეკო­ნო­მი­ურ სი­დუ­ხ­ჭი­რე­ზე არა­ფერს ვი­ტყვი, ემ­პა­თია მა­ინც არ არ­სე­ბობს და უცხოა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც ნამ­ცხვა­რი ენატ­რე­ბათ, არც მათ­ზე ვი­ლა­პა­რა­კებ. მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნა­ში რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხი იღუ­პე­ბა და ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბი იქ იცა­ვენ სი­ცო­ცხლის ფა­სად ჩვენს მარ­თლაც მშვი­დო­ბას, ეგეც მი­უ­ღე­ბე­ლი თე­მაა ამ მთავ­რო­ბის­თვის, მაგ­რამ ის მა­ინც ხომ უნ­დო­დათ, რომ ლა­მა­ზი და შთამ­ბეჭ­და­ვი ყო­ფი­ლი­ყო რუს­თა­ვე­ლი…

ორ­ჯერ მოვ­ხვდი უკვე მანდ და ამ უგე­მოვ­ნო, ყვე­ლა ფორ­მის და ფე­რის გა­ნა­თე­ბით გა­მო­ტე­ნი­ლი ამ სიგ­რძე გამ­ზი­რი თავ­ბრუს­ხვე­ვას და გუ­ლის­რე­ვას იწ­ვევს პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით …ვინ გირ­ჩი­ათ?!" - წერს ჩი­ჩუა.