"ვისაც მიშას ნერვული შეტევების უკვირს, ყველას იგივეს ვუსურვებ... აქამდე მხოლოდ ბიძინა უყურებდა ამ კადრებს, ახლა გადაწყვიტა ხალხიც გაართოს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი? - კვირის პალიტრა

"ვისაც მიშას ნერვული შეტევების უკვირს, ყველას იგივეს ვუსურვებ... აქამდე მხოლოდ ბიძინა უყურებდა ამ კადრებს, ახლა გადაწყვიტა ხალხიც გაართოს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის კადრები გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, ვიდეოკადრები სხვადასხვა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს.

კადრების გავრცელების ფაქტს ეხმაურება, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჯოლიანი:

"ვისაც მიშას ნერვული შეტევების უკვირს, ყველას იგივეს ვუსურვებ, რაც მას სჭირს ჯანმრთელობის ამბავში.რა ქნეს ამ კადრებით? დაამცირეს! აქამდე მხოლოდ ბიძინა უყურებდა ამ კადრებს, ახლა გადაწყვიტა ხალხიც გაართოს", - წერს ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე"